"საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობა სოსო ფხაკაძემ იყიდა - რა გეგმები აქვს ბიზნესმენს - კვირის პალიტრა

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობა სოსო ფხაკაძემ იყიდა - რა გეგმები აქვს ბიზნესმენს

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა "ვისოლ ჯგუფმა" იყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია "საზოგადოებრივ მაუწყებელს" თავად ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ დაუდასტურა.

"ჩვენი ჯგუფი დიდი ხანია ახორციელებს კომერციული უძრავი ქონების განვითარებას ქ. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. კერძოდ, ჩვენ ვაშენებთ და ოპერირებას ვუწევთ საშუალო ზომის სავაჭრო ცენტრებს, სადაც მთავარი არენდატორია კომპანია “კარფური” და ასევე არენდატორები არიან ათობით სხვა საქართველოში მოღვაწე რითეილერები. შესაბამისად, ვფიქრობთ, ჯგუფში დაგროვდა ძალიან კარგი გამოცდილება უძრავი ქონების განვითარების კუთხით.

მიღებული გამოცდილების ბაზაზე, გარკვეული პერიოდის წინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ დეველოპერული საქმიანობა, კონკრეტულად კი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა. სწორედ ამ მიზეზით შევისყიდეთ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობა. გააგრძელე კითხვა