"ზამთარს კი არა, რამდენიმე დღესაც ვერ გაუძლებენ. საერთოდ ყველამ მიატოვა" - რას წერს აკა სინჯიკაშვილი? - კვირის პალიტრა

"ზამთარს კი არა, რამდენიმე დღესაც ვერ გაუძლებენ. საერთოდ ყველამ მიატოვა" - რას წერს აკა სინჯიკაშვილი?

აკა სინ­ჯი­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ტი­ვო­ბით არის ცნო­ბი­ლი, "ფე­ის­ბუქ­ზე"პოსტს აქვეყნებს, რომელშიც საზოგადოებას უმძიმეს ისტორიას უყვება. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"სასწრაფოდ გთხოვთ ყურადღებას! გოგო ვნახეთ, ორი პატარა შვილით! პირდაპირ ტროტუარზე მოუწევთ ძილი, სასწრაფოდ თუ არ გავაკეთეთ რამე. ზამთარს კი არა, რამდენიმე დღესაც ვერ გაუძლებენ. საერთოდ ყველამ მიატოვა და რამდენგანაც დასახლდნენ, გადაუხდელობის გამო, ყველა სახლიდან ქუჩაში გამოყარეს. მათხოვარი და მაწანწალა არ არის, იცით რა კარგი გოგოა, სულ ტირის და ჩვენც ვცდილობთ დავამშვიდოთ. რასაც ხედავთ, ამის მეტი საერთოდ არაფერი არ აბადიათ. ძალიან სასწრაფოდ უნდა ვუპოვოთ ბავშვებს საიმედო თავშესაფარი. ვუქირავოთ და ჩვენ მივხედოთ, თორემ ფოტოზე რომ ხედავთ, ამაზე მეტი საშინელება დატრიალდება. ძალიან სასწრაფოა და გთხოვთ, როგორც შეძლებთ, გამივრცელოთ ეს ამბავი.

ბავშვები ისეთი საყვარლები არიან და როგორ გვეხუტებიან, მართლა მათსავით ვტირით ყველა. ჯერ სახლს ვუპოვით და დანარჩენ ნივთებს მერე მოვუგროვებთ ყველაფერს. დღესვე დავიწყებთ ყველაფრის მოგვარებას და თქვენი, ყველას დახმარების დიდი იმედი გვაქვს!

აბა ჩვენ ვიცით, ბავშვებს ჩვენს გარდა არავინ ჰყავთ. ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ - ანგარიშის ნომერი:

საქართველოს ბანკი

#GE35BG0000000144817300

აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისი

ბანკი

#GE90TB7603845061100016

PayPal - Sinjikashvili@gmail.com

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით - Akaki Sinjikashvili

#სიკეთეგადამდებია