პეტრე ცისკარიშვილის პოლიტიკური და პირადი ცხოვრება - ამერიკული განათლება და გატაცება წლების წინ: რას ამბობდა მის გატაცებაში ბრალდებული? - კვირის პალიტრა

პეტრე ცისკარიშვილის პოლიტიკური და პირადი ცხოვრება - ამერიკული განათლება და გატაცება წლების წინ: რას ამბობდა მის გატაცებაში ბრალდებული?

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. მას მერე, რაც პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვილს ჟურ­ნა­ლის­ტმა ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სად­მი უყუ­რა­დღე­ბო­ბა­ში დას­დო ბრა­ლი, (იხი­ლეთ ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა) ჟურ­ნა­ლის­ტის ბრალ­დე­ბას ცის­კა­რიშ­ვილ­მა "რო­ყი­ოდ მო­ყო­ლი­ლი ტყუ­ი­ლი ის­ტო­რია“ უწო­და...

პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი წლე­ბის წინ, აშშ-ის გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა გა­მოჩ­ნდა პო­ლი­ტი­კა­ში. ის "ვარ­დე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის“ პო­ლი­ტი­კო­სია.

30 წლის ასაკ­ში კი (2004-2006 წლებ­ში) უკვე კა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის პოსტს იკა­ვებ­და. თუმ­ცა მა­ნამ­დე იყო სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტი მის ცხოვ­რე­ბა­ში, რო­დე­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მას­ზე ლა­პა­რა­კობ­და. 2001 წელს პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი, საყ­ვა­რელ ქალ­თან - ანი სურ­მა­ვას­თან ერ­თად პან­კის­ში გა­ი­ტა­ცეს. შოთა ჭი­ჭი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ამ საქ­მე­ზე იყო ბრალ­დე­ბუ­ლი, წლე­ბის შემ­დეგ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში ცის­კა­რიშ­ვი­ლის გა­ტა­ცე­ბის ფაქტს ასე ისხსე­ნებ­და...

72588372-10220276740650659-7342501473051213824-n-59475-1664532603.jpg

შოთა ჭი­ჭი­აშ­ვი­ლი:

"პეტ­რე არც ჩემი მე­გო­ბა­რია და არც მისი ად­ვო­კა­ტი ვარ, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ მას, რო­გორც მთის კაცს, რა­ღაც ღირ­სე­ბა აქვს. იმ დროს პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბად მო­ი­აზ­რე­ბოდ­ნენ კახა თარ­გა­მა­ძე, ზუ­რაბ ჟვა­ნია და მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ესე­ნი ედუ­არდ მე­ფის ვე­ზი­რე­ბი იყ­ვნენ, მე­ფის კარ­ზე კი იყო დიდი ინ­ტრი­გე­ბი - ერ­თმა­ნეთს უცი­ნოდ­ნენ, თან ძირს უთხრიდ­ნენ. პეტ­რე ჟვა­ნი­ას მე­გო­ბა­რი იყო. იმ დროს ჩვენ სულ სხვა ოპე­რა­ცი­ა­ზე მივ­დი­ო­დით. ძა­ლო­ვა­ნებ­მა შე­მო­მიგ­დეს კოტე ცი­ხის­თა­ვი, ნა­ძი­რა­ლა და ნომ­რი­ა­ნი აგენ­ტი, თე­ლა­ვე­ლი კაცი. კახა თარ­გა­მა­ძემ, ნუგ­ზარ სა­ჯა­ი­ამ და მათ­მა “სას­ტავ­მა” კოტე ცი­ხის­თა­ვი გა­მო­აქ­ცია ცი­ხი­დან, რის შემ­დე­გაც მე მო­მად­გა სახ­ლში. შე­ვი­ფა­რე, ვას­ვი, ვა­ჭა­მე, ჩა­ვაც­ვი, გვერ­დში და­ვი­ყე­ნე და ყვე­ლას ვუ­თხა­რი, ეს კაცი ჩემი სტუ­მა­რია და თუ რამე მოხ­და, მის სის­ხლს მე ავი­ღებ-მეთ­ქი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე, რომ ცი­ხის­თა­ვი აგენ­ტი ყო­ფი­ლა. ჩვე­ნი საქ­მის­თვის მან­ქა­ნის მო­ნახ­ვა მას და­ვა­ვა­ლე და მა­ინ­ცდა­მა­ინც პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვილს არ მიგ­ვა­ყე­ნა? კოტე პო­ლი­ცი­ე­ლის ფორ­მით იყო და წიგ­ნა­კი ჰქონ­და.

პეტ­რე ვაჟ­კა­ცი ბიჭი აღ­მოჩ­ნდა, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გაგ­ვი­წია, ამი­ტო­მაც მისი წაყ­ვა­ნა მოგ­ვი­წია. უბ­რა­ლოდ, გვინ­დო­და, დრო­ე­ბით, 1-2 დღე იზო­ლა­ცი­ა­ში მოგ­ვექ­ცია, სა­ნამ საქ­მეს გა­ვა­კე­თებ­დით. მას თან ახ­ლდა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, რო­მელ­საც ვუ­თხა­რი, წადი, და­ი­კო, შენ­თან საქ­მე არ გვაქვს-მეთ­ქი. ქალს თურ­მე ძა­ლი­ან ჰყვა­რე­ბია პეტ­რე და გვი­თხრა, სა­დაც ეს, მეც იქო და არ მი­ა­ტო­ვა. ასე­თი თავ­გან­წირ­ვის გამო პა­ტი­ვის­ცე­მა გაგ­ვიჩ­ნდა მის მი­მართ. მათ­თვის ზედ­მე­ტი არა­ვის არა­ფე­რი უკად­რე­ბია, პი­რი­ქით, რომ სცი­ო­და, ჩვენს ტან­საც­მელს ვაც­მევ­დით იმ გო­გოს.

244298756-10226569416843631-655158310205166747-n-50094-1664532604.jpg

ჩვენ არც გა­მო­სას­ყი­დი მოგ­ვი­თხო­ვია. იმათ ჩემი ძმა ჰყავ­დათ და­ჭე­რი­ლი არა­კა­ცუ­რად - ერთი ძმა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა მო­წამ­ლეს და მო­მიკ­ლეს, მე­ო­რე ძმა მის და­საფ­ლა­ვე­ბა­ზე მო­დი­ო­და, ვი­თომ კო­რი­დო­რი მის­ცეს და და­ი­ჭი­რეს.

რად­გან ასე ვე­რა­გუ­ლად და­ა­კა­ვეს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­ვუ­ყე­ნე, ჩემი ძმა გა­მო­უშ­ვით და პეტ­რეს გად­მოგ­ცემთ-მეთ­ქი. გა­უშ­ვეს და მეც გა­ვუშ­ვი. ეს იყო და ეს. პეტ­რეს ნარ­კო­მა­ნო­ბას აბ­რა­ლებ­დნენ, მაგ­რამ ის სპორ­ტსმე­ნი კაცი იყო და სი­გა­რეტ­საც კი არ ეწე­ო­და, არც არა­ვის ვალი ჰქო­ნია, ეს იყო ბინ­ძუ­რი პი­ა­რი. მგო­ნია, ღირ­სე­უ­ლი კა­ცი­ცაა, ჩემ­თვის ხელი არ და­უ­დია, არც არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია, მეც ჩემი მხრივ, მისი ღირ­სე­ბა და­ვი­ცა­ვი. მე მას მტრად არ ვთვლი, ჩვენ ერ­თმა­ნეთ­ში ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ­ვე გა­ვარ­კვი­ეთ..."

ამ ამ­ბის შემ­დეგ პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვილ­მა და ანი სურ­მა­ვამ იქორ­წი­ნეს და ვაჟი - ნი­კო­ლო­ზი შე­ე­ძი­ნათ. იმ პე­რი­ოდ­ში, ისი­ნი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ წყვი­ლად მი­იჩ­ნე­ოდ­ნენ, იბეჭ­დე­ბო­და მათი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი შინ აკი­თხავ­დნენ რათა ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის ეპი­ზო­დე­ბი გა­და­ე­ღოთ...

პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა წარ­მა­ტე­ბით გან­ვი­თარ­და, გუ­ბერ­ნა­ტო­რო­ბის შემ­დეგ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის პოს­ტი ჩა­ა­ბა­რეს. მი­ნის­ტრის პოს­ტი პარ­ლა­მენ­ტმა შეც­ვა­ლა და ცის­კა­რიშ­ვი­ლი ახ­მე­ტის მა­ჟო­რი­ტა­რი გახ­და. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, კი რო­გორც მა­ჟო­რი­ტა­რი ახ­მე­ტა­ში და­მარ­ცხდა, თუმ­ცა პარ­ტი­უ­ლი სიით დე­პუ­ტა­ტი მა­ინც გახ­და. 2022 წლის 10 იან­ვარს აირ­ჩი­ეს "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ გე­ნე­რა­ლურ მდივ­ნად, ამ პოსტზე შეც­ვა­ლა კობა ნა­ყო­ფია.

189265181-10215149652413643-4803637961308130034-n-59226-1664532603.jpg
მა­რი­კა მე­რა­ბიშ­ვი­ლი

"ჰყავს მე­უღ­ლე და ერთი ვაჟი - ნი­კო­ლო­ზი. ფლობს ინ­გლი­სურ, რუ­სულ, იტა­ლი­ურ და ეს­პა­ნურ ენებს...“ - ამას ცის­კა­რიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ ვი­კი­პე­დი­ა­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მა­სა­ლა­ში ამო­ი­კი­თხავთ, თუმ­ცა 2012 წლი­დან პო­ლი­ტი­კოსს დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მე­უღ­ლე მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი აღარ ჰყავს. (გააგრძელე კითხვა)