"ახალგაზრდებისთვის ვგეგმავთ მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანას" - კვირის პალიტრა

"ახალგაზრდებისთვის ვგეგმავთ მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანას"

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მაისის თვიდან საქართველოში მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანა იგეგმება. აღნიშნულის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის განმარტებით, ასევე, იგეგმება 10 საკურორტო ქალაქის რეაბილიტაცია.

„ვემზადებით, სტადიონებს ვაშენებთ, ევროპის ჩემპიონატი 2023 წელს ჩატარდება, ასევე, ვამუშავებთ სხვა პროექტებს, რომლის თაობაზეც მოგვიანებით მოგახსენებთ, მათ შორის, პარლამენტშიც. ვგეგმავთ ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, 10 ახალი საკურორტო ქალაქის და ნავების სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე ვმუშაობთ ამჟამად, მაგრამ ამის თაობაზე მინდა საზოგადოებას მოგვიანებით მივაწოდო ინფორმაცია. დაბოლოს, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ახალგაზრდებისთვის ვგეგმავთ მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანას. მაისის თვიდან - ივნისი, ივლისი, აგვისტო - მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა იგეგმება თბილისის სტადიონზე, ბათუმში, „ბლექ სი არენაზე“, ყველგან უნდა იყოს მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები, ამ პროგრამაზეც ვმუშაობთ და მოგვიანებით საზოგადოება ინფორმაციას მიიღებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

IPN