რუსეთმა "კალაშნიკოვის" წარმოება 40%-ით გაზარდა
კონცერნ „კალაშნიკოვმა“ ცეცხლსასროლი იარაღის წარმოება წელს 40%-ით გაზარდა. ამის შესახებ კონცერნის პრესსამსახურის განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც „ტასი“ ავრცელებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ წელს ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების მნიშვნელოვანი ზრდა სამხედრო პროდუქციის საექსპორტო კონტრაქტებისა და სამოქალაქო იარაღის ექსპორტის მატებამ განაპირობა. მაგალითად, სამოქალაქო იარაღის ფაქტობრივი გაყიდვების დონემ 2021 წლის მთლიანი ექსპორტის მაჩვენებელს ჯერ კიდევ სექტემბერში მიაღწია.
პრესსამსახურის ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების მიმდინარე გეგმა საწარმოსთვის ბოლო 20 წლის განმავლობაში რეკორდულია. გასულ წელთან შედარებით, წელს ბაზარზე მოთხოვნა სამოქალაქო ცეცხლსასროლ იარაღზე გაიზარდა.
„ჩვენი საწარმოო სიმძლავრეები წელს საკმაოდ ინტენსიურად არის დატვირთული,“ - აცხადებს კონცერნის პრეზიდენტი, ალან ლუშნიკოვი, რომელსაც პრესსამსახური ციტირებს. გააგრძელეთ კითხვა "ბიზნესპრესნიუსზე" და იხილეთ მეტი ეკონომიკური სიახლე