"მისი დის პირველი ზიარების დროს ოჯახს ფეხსაცმლის ყიდვის საშუალება არ ჰქონდა. სწორედ მაშინ დაამზადა 9 წლის ფერაგამომ პირველი ფეხსაცმელი ოჯახისთვის" - კვირის პალიტრა

"მისი დის პირველი ზიარების დროს ოჯახს ფეხსაცმლის ყიდვის საშუალება არ ჰქონდა. სწორედ მაშინ დაამზადა 9 წლის ფერაგამომ პირველი ფეხსაცმელი ოჯახისთვის"

სალვატორ ფერაგამოს ისტორია იტალიაში, ბონიტოში იწყება. ის მრავალშვილიან ოჯახში, თოთხმეტ და-ძმას შორის ყველაზე უმცროსი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი არ არის ადრეულ ასაკში ჩამოყალიბებული, თუ რისი კეთება სურს, ფერაგამომ ბავშვობიდანვე იცოდა, რომ სურდა ფეხსაცმლის მკერავი გამხდარიყო. ახალგაზრდა ბიჭი ყოველდღიურად სტუმრობდა ადგილობრივ ხელოსანს, რათა ხელობა ესწავლა. საათობით იჯდა და უყურებდა ფეხსაცმლის შექმნის პროცესს.

როდესაც წამოიზარდა და ფეხსაცმლის შექმნის ხელოვნება სრულყოფილად ისწავლა, ფერაგამო საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა, რათა დიდებულ ქვეყანაში დაემკვიდრებინა თავისი ბრენდი. ბევრი სირთულის მიუხედავად, მან ეს შეძლო და ჰოლივუდში პოპულარულიც გახდა - სხვადასხვა კინოპროექტისთვის ფეხსაცმლის შექმნა სწორედ მის ბრენდს დაევალა.

დღეს Salvatore Ferragamo, მაღალი დონის ბრენდია, რომელიც ცნობილია თავისი დეტალური ოსტატობითა და ფეხსაცმლის შექმნის ინოვაციებით, 3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

მოდი ვნახოთ, როგორ დაიწყო Ferragamo -მ და როგორ გახდა მაღალი დონის ბრენდი მსოფლიოს მასშტაბით.

1898 წელს დაბადებული სალვატორ ფერაგამო მრავალშვილიანი ოჯახიდან იყო. მისი მშობლები საარსებო წყაროს მოსაპოვებლად მინდორში მუშაობდნენ. როდესაც წამოიზარდნენ, უკეთესი სამუშაოს მოსაძებნად, მისი ბევრი და-ძმა საცხოვრებლად იტალიიდან ამერიკაში გადავიდა.

რაც ფერაგამოს ყველაზე ცუდად დაამახსოვრდა, იყო ის, რომ მისი დის პირველი ზიარების დროს ოჯახს ფეხსაცმლის ყიდვის საშუალება არ ჰქონდა. როგორც Instyle წერს, სწორედ მაშინ დაამზადა 9 წლის ფერაგამომ პირველი ფეხსაცმელი ოჯახისთვის.

როდესაც ახალგაზრდა ფეხსაცმლის მკერავს 17 წელი შეუსრულდა, საცხოვრებლად და ბიზნესის დასაწყებად შეერთებულ შტატებში გადავიდა. სწორედ იქ დაამზადა კოვბოის ჩექმების პირველი შეკვეთა ფილმისთვის. დროთა განმავლობაში ბრენდი Salvatore Ferragamo ჰოლივუდში ცნობილი გახდა. მან შექმნა მრავალი საკულტო ფეხსაცმელი ისეთი ცნობილი ადამიანებისთვის, როგორებიცაა სოფი ლორენი, ოდრი ჰეპბერნი, მერილინ მონრო და ჯუდი გარლანდის საკულტო ლალის ფეხსაცმელიც კი ოზის ჯადოქარში. .

სილამაზე და ინოვაცია

თავისი პირველი მაღაზია ფერაგამომ 1926 წელს გახსნა. მდიდარი კლიენტებისთვის ფეხსაცმლის დამზადებასთან ერთად, მას ასევე სურდა ექსპერიმენტები ჩაეტარებინა. სწორედ ამიტომ გახსნა Ferra-Gamo Incorporated და ფეხსაცმლის წარმოება იტალიაში, ფლორენციაში გადაიტანა. გააგრძელეთ კითხვა "ბიზნესპრესნიუსზე"