რამდენად მდიდარი, რა პროფესიისა და ასაკის რუსები შემოვიდნენ საქართველოში - კვლევა - კვირის პალიტრა

რამდენად მდიდარი, რა პროფესიისა და ასაკის რუსები შემოვიდნენ საქართველოში - კვლევა

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყანა ათასობით რუსმა დატოვა და ე.წ. „ტვინების გადინების“ პროცესმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაზე მსხვილ მასშტაბს მიაღწია. რუსეთიდან ადამიანები სხვადასხვა მიზეზით და სხვადასხვა ქვეყანაში გარბიან, განსხვავებულია მათი პროფესია და პოლიტიკური შეხედულებებიც. ადამიანური კაპიტალის მიგრაციის მიმდინარე პროცესი გავლენას ახდენს როგორც რუსეთის, ისე სხვა ქვეყნების პოლიტიკურ-ეკონომიკურ ასპექტებზე.

აშშ-ს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის კვლევითმა ქსელმა (Ponars Eurasia), რომელიც კონცენტრირებულია რუსეთსა და ევრაზიაში უსაფრთხოების, პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევაზე, სექტემბერში გამოაქვეყნა ანალიზი, სადაც განხილულია მიგრაციის პირველი ტალღის გრძელვადიანი ეფექტები და მახასიათებლები.

ანალიზი ეყრდნობა კვლევას, რომელიც 28 მარტისა და 4 აპრილის შუალედშია ჩატარებული. კვლევაში მონაწილეობა რუსეთიდან მიგრირებულმა 2,000-მა ადამიანმა მიიღო.

Ponars Eurasia-ს თანახმად, საანალიზო პერიოდში ქვეყანა 200 000-მდე რუსმა დატოვა, რომელთა დიდი ნაწილიც პოლიტიკურ ოპოზიციას წარმოადგენს და გაურბიან რეპრესიებს, შეკრებისა თუ სიტყვის თავისუფლების არარსებობას, დაკავებისა და სამხედრო მობილიზაციის რისკებს. ამ პერიოდში ქვეყნიდან გასული მიგრანტების უმეტესობა საშუალო კლასს წარმოადგენს, აქვთ უმაღლესი განათლება და ლიბერალური პოლიტიკური შეხედულებები.

რესპონდენტების საშუალო ასაკი 32 წელს შეადგენს, მაშინ როდესაც რუსეთის მოსახლეობის საშუალო ასაკი 46 წელია. მათი უმეტესობა მოსკოვიდან, სანქტ-პეტერბურგიდან და სხვა დიდი ქალაქებიდანაა. გამოკითხულთა 81%-ს აქვს უმაღლესი განათლება. რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, 15%-ი ამბობს, რომ ნებისმიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეუძლია, 27%-ს შეუძლია მანქანის, 46%-ს კი ძვირად ღირებული საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა.

მიგრირებული რუსებისა და რუსეთში მცხოვრები რუსების შედარება - გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ინფოგრაფიკა "ბიზნესპრესნიუსზე"