"დირექტორმა ჩემს მშობლებს უთხრა, დღეს დროშა ჩამოხია, ხვალ შეიძლება ჩემს რუს მოსწავლეს თვალი გამოთხაროსო“ - რას ჰყვება ბიჭი, რომელმაც სკოლაში რუსეთის და ე.წ. აფხაზეთის დროშების გამოფენა გააპროტესტა - კვირის პალიტრა

"დირექტორმა ჩემს მშობლებს უთხრა, დღეს დროშა ჩამოხია, ხვალ შეიძლება ჩემს რუს მოსწავლეს თვალი გამოთხაროსო“ - რას ჰყვება ბიჭი, რომელმაც სკოლაში რუსეთის და ე.წ. აფხაზეთის დროშების გამოფენა გააპროტესტა

29 სექ­ტე­მებრს, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბა­თუ­მის მე-7 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მოს­წავ­ლემ რუ­სე­თის და დე ფაქ­ტო აფხა­ზე­თის, რო­გორც "და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს“, დრო­შე­ბი ჩა­მო­ხია, რაც სკო­ლის სტენ­დზე, სხვა ქვეყ­ნე­ბის ეროვ­ნულ სიმ­ბო­ლო­ებ­თან ერ­თად იყო გაკ­რუ­ლი, რის შემ­დე­გაც მოს­წავ­ლე, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას გა­აგ­დეს, ამას­თა­ნა­ვე, სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მოს­წავ­ლეს "სკო­ლის ინ­ვენ­ტა­რის და­ზი­ა­ნე­ბის­თვის“ საყ­ვე­დუ­რი გა­მო­უ­ცხა­და". მომ­ხდარს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა და ხმა­უ­რი მოჰ­ყვა.

სკო­ლის პე­და­გო­გებ­მა ambebi.ge -სთან ეს ინ­ფორ­მა­ცია ნა­წი­ლობ­რივ და­ა­დას­ტუ­რეს. მათი თქმით, სხვა ქვეყ­ნის დრო­შებ­თან ერ­თად, აფხა­ზე­თის დრო­შა სტენ­დზე რო­გორ აღ­მოჩ­ნდა, უც­ნო­ბია. “დიახ, ბავ­შვმა ჩა­მო­ხია დრო­შა, რა­ზეც სკო­ლის ინ­ვენ­ტა­რის და­ზი­ა­ნე­ბის გამო შე­ნიშ­ვნა მი­ე­ცა, თუმ­ცა მოს­წავ­ლე სკო­ლი­დან არ გაგ­ვიშ­ვია. ეს მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა. დრო­შა რო­გორ აღ­მოჩ­ნდა სკო­ლა­ში, ვერ გე­ტყვით, ალ­ბათ სტამ­ბის შეც­დო­მაა. რო­მელ­მა სტამ­ბამ და­ბეჭ­და, არ ვი­ცით”,- აცხა­დე­ბენ პე­და­გო­გე­ბი.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ამის შემ­დეგ ბა­თუ­მის მე-7 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, რომ­ლის მოს­წავ­ლის მიერ სტენ­დზე გაკ­რუ­ლი რუ­სე­თის და აფხა­ზე­თის დრო­შე­ბის ჩა­მოხ­სნას ხმა­უ­რი მოჰ­ყვა, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს თა­ვად აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრმა მაია ხა­ჯიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მოს­წავ­ლე, რო­მელ­მაც სკო­ლა­ში დრო­შე­ბის გა­მო­ფე­ნა გა­აპ­რო­ტეს­ტა, მე-11 კლა­სე­ლი ლუკა ნაც­ვლიშ­ვი­ლია. "დი­რექ­ტორ­მა ჩემს მშობ­ლებს გა­მო­უ­ცხა­და, - დღეს დრო­შა ჩა­მო­ხია, ხვალ ჩემს რუს მოს­წავ­ლე­ებს თვა­ლებს გა­მო­თხრი­სო", - ამ­ბობს ლუკა ambebi.ge -სთან. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო