"ყალბი რეფერენდუმის გაფორმებას, იმისათვის, რომ გაამყარო საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და ძალისმიერ ანექსია, არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს" - კვირის პალიტრა

"ყალბი რეფერენდუმის გაფორმებას, იმისათვის, რომ გაამყარო საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და ძალისმიერ ანექსია, არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს"

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ყალბი რეფერენდუმის გაფორმებას არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, რითაც ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიაზე ხელმოწერას.

„ყალბი რეფერენდუმის გაფორმებას, იმისათვის, რომ გაამყარო საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და ძალისმიერ ანექსია, არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს.

ჩვენ უარვყოფთ საერთაშორისო სამართლის ასეთ უხეშ დარღვევას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს სრულ მხარდაჭერას!“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის მიერ დანიშნულმა ე.წ. ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს რუსეთის შემადგენლობაში აღნიშნული რეგიონების შესვლის შეთანხმებებს.

უკრაინის რეგიონების ანექსიის ოფიციალურად გაფორმებამდე სიტყვით გამოსვლისას, პუტინმა განაცხადა, რომ რეფერენდუმები ჩატარდა და ადამიანებმა ე.წ. „დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში“, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში გააკეთეს თავისი ცალსახა არჩევანი.

IPN