"ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას ჩვენს ხელთ არსებული ყველა ძალითა და საშუალებით" - კვირის პალიტრა

"ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას ჩვენს ხელთ არსებული ყველა ძალითა და საშუალებით"

უზრუნველყოფილი იქნება დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებისა და ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების უსაფრთხოება, აღდგება დანგრეული ინფრასტრუქტურა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში უკრაინის ტერიტორიების რუსეთთან მიერთების შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას ჩვენს ხელთ არსებული ყველა ძალითა და საშუალებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ხალხის უსაფრთხო ცხოვრება. ეს არის ჩვენი ხალხის განმათავისუფლებელი დიდი მისია“, - განაცხადა პუტინმა.

"ინტერპრესნიუსი"