"არ ყო­ფი­ლა მარ­ტი­ვი ამის თქმა" - ეთუნა ინწკირველმა "ტვ პირველი" დატოვა - კვირის პალიტრა

"არ ყო­ფი­ლა მარ­ტი­ვი ამის თქმა" - ეთუნა ინწკირველმა "ტვ პირველი" დატოვა

ჟურ­ნა­ლის­ტმა ეთუ­ნა ინწკირ­ველ­მა "ტვ პირ­ვე­ლი" და­ტო­ვა. ამის შე­სა­ხებ მან პირ­და­პირ ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, თუმ­ცა არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, სად გა­აგ­რძე­ლებს ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბას.

"მინ­და გი­თხრათ, რომ თით­ქმის 8-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ ვემ­შვი­დო­ბე­ბი ამ არხს, "ტვ პირ­ვე­ლის" გუნდს და ჩვენს ძვირ­ფას მა­ყუ­რე­ბელს. არ ყო­ფი­ლა მარ­ტი­ვი ამის თქმა.

დიდი პა­ტი­ვი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იყო თქვენ­თან შეხ­ვედ­რა. თუმ­ცა მე ვრჩე­ბი "ტვ პირ­ვე­ლის" გულ­შე­მატ­კივ­რად. ჩვენ ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ, დიდი სი­ახ­ლე­ე­ბი­თა და გა­მოწ­ვე­ვე­ბით სავ­სე გზა გა­ვი­ა­რეთ", - ამბობს ვიდეომიმართვაში ტელეწამყვანი.