შეერთებული შტატები რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს - კვირის პალიტრა

შეერთებული შტატები რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს

შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ანექსიის შესახებ.

მედიის ინფორმაციით, სანქციების ახალ პაკეტში 1000-ზე მეტი ფიზიკური პირი და ორგანიზაციაა შესული, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან არიან დაკავშირებული.

სანქცირებულ პირებს შორის არიან : რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა, რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ნოვაკი, რუსეთის პრემიერ-მინისტრის, მიხაილ მიშუსტინისა და თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ოჯახები, სახელმწიფო სათათბიროს 109 წევრი, რუსეთის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭო და მისი 169 წევრი.

"ჩვენ გვერდზე ვერ გავდგებით, როცა პუტინი თაღლითურად ცდილობს უკრაინის ნაწილის ანექსიას. ფინანსთა სამინისტრო და და აშშ-ის მთავრობა დღეს იღებენ ყოვლისმომცველ ზომებს, რათა კიდევ უფრო შეასუსტონ რუსეთის ისედაც დეგრადირებული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი და შეარყიონ მისი უნარი, აწარმოოს უკანონო ომი“, - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, ჯანეტ იელენმა.

"ინტერპრესნიუსი"