ბალტიის ქვეყნები მხარს უჭერენ ნატო-ში უკრაინის სწრაფად გაწევრიანებას - კვირის პალიტრა

ბალტიის ქვეყნები მხარს უჭერენ ნატო-ში უკრაინის სწრაფად გაწევრიანებას

ბალტიის ქვეყნები მხარს უჭერენ ნატო-ში უკრაინის რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანებას, - ამის შესახებ ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ედგარს რინკევიჩსმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა და ურმას რეინსალუმ Twitter-ის პირად გვერდებზე იდენტური მესიჯები გამოაქვეყნეს.

„უკრაინის ბალტიის მეგობრები სრულად უჭერენ მხარს ნატო-ში უკრაინის რაც შეიძლება სწრაფად მიღებას. უკრაინის შთამაგონებელი სიმამაცე ჩვენს ალიანსს მხოლოდ გააძლიერებს”, - წერია ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებებში.

შეგახსენებთ, უკრაინა ნატო-ში შესვლის განაცხადს აკეთებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

კერძოდ, ზელენსკი აღნიშნავს, რომ დღეს უკრაინამ ხელი მოაწერა განცხადებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული შესვლის შესახებ.

"ინტერპრესნიუსი"