"ძალამ, რომელმაც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გაგვაერთიანა, მოიტანა გამარჯვების 10 წელი" - რას წერს კახა კალაძე? - კვირის პალიტრა

"ძალამ, რომელმაც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გაგვაერთიანა, მოიტანა გამარჯვების 10 წელი" - რას წერს კახა კალაძე?

1 ოქტომბერი - თარიღი, რომლის უკან დგას ქართველი ხალხის ძალა, მისი ნება, იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამარჯვებული, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მისი თქმით, ამ 10 წლის მანძილზე გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები ქვეყნის განვითარებისკენ.

„ძალამ, რომელმაც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გაგვაერთიანა, მოიტანა გამარჯვების 10 წელი. ამ 10 წლის მანძილზე გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები ქვეყნის განვითარებისკენ, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისკენ, მშვიდობისკენ, ევროპული მომავლისკენ. გილოცავთ დღევანდელ დღეს!“ - წერს კალაძე.