"ბოლო ორი წელი ვიყავი მძიმე დეპრესიაში... სტრესის ფონზე დამემართა ჩიყვი, რამაც გამოიწვია ჩემი წონაში სერიოზულად მომატება" - რას წერს ნინი შერმადინი? - კვირის პალიტრა

"ბოლო ორი წელი ვიყავი მძიმე დეპრესიაში... სტრესის ფონზე დამემართა ჩიყვი, რამაც გამოიწვია ჩემი წონაში სერიოზულად მომატება" - რას წერს ნინი შერმადინი?

ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი ნინი შერ­მა­დი­ნი ამე­რი­კი­დან ცოტა ხნის წინ დაბ­რუნ­და. 2020 წელი უმ­ძი­მე­სი აღ­მოჩ­ნდა ნინი შერ­მა­დი­ნის ცხოვ­რე­ბა­ში. მომ­ღე­რალს აპ­რილ­ში მამა და­ე­ღუ­პა, დე­კემ­ბერ­ში დედა. შერ­მა­დი­ნი წლე­ბია, რაც ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს. მისი გო­გო­ნა, მა­რი­ა­მი ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან იზ­რდე­ბო­და. მშობ­ლე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გო­გო­ნა ნი­ნიმ ამე­რი­კა­ში წა­იყ­ვა­ნა. ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე თვის წინ დაბ­რუნ­დნენ.

ცოტა ხნის წინ ნი­ნიმ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­საც უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. რო­გორც მომ­ღე­რა­ლი წერს, მის­თვის თვალ­ში­სა­ცე­მი იყო კო­მენ­ტა­რე­ბი, სა­დაც მის წო­ნას უს­ვამ­დნენ ხაზს:

"მოკ­ლედ მე­გობ­რე­ბო ამ ბოლო ვი­დე­ო­ებ­ზე უამ­რა­ვი კო­მენ­ტა­რი მომ­დის თუ რო­გორ გავ­სუ­ქე­ბულ­ვარ, კუ­პა­ტი, უი უი რო­გორ გა­სუ­ქე­ბუ­ლა და ასე შემ­დეგ კო­მენ­ტა­რე­ბი, ზო­გიც ამე­რი­კულ ფასტ ფუდს მაბ­რა­ლებს და ა.შ. ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ალ­ბათ ერთი წის­ქვი­ლის ქვა არ მობ­რუნ­და ჩემს კი­სერ­ზე, თორე და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი მოხ­და. ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან მძი­მე დეპ­რე­სი­ა­ში, რაც რა თქმა უნდა თქვენ­თვის არ მიგ­რძნო­ბი­ნე­ბია მყავ­და ფსი­ქი­ატ­რი და ვი­ყა­ვი ან­ტი­დეპ­რე­სან­ტებ­ზე გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი.

სტრე­სის ფონ­ზე და­მე­მარ­თა ჩიყ­ვი. ანუ ფა­რი­სებ­რის პრობ­ლე­მა რა­მაც გა­მო­იწ­ვია ჩემი წო­ნა­ში სე­რი­ო­ზუ­ლად მო­მა­ტე­ბა. პლი­უს ინ­სუ­ლი­ნის რე­ზის­ტენ­ცია სის­ხლში. და­ვი­წყე მკურ­ნა­ლო­ბა და იმე­დია ისევ მალე ჩავ­დგე­ბი ფორ­მა­ში. დიდი მად­ლო­ბა რომ მგულ­შე­მატ­კივ­რობთ პ.ს ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბი­თაც შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი ლა­მა­ზი და კარ­გი იყოს ჩემი მხარ­და­ჭე­რა პუტ­კუ­ნებს! Have a nice day guys Stay positive and positive things will happen" - წერს შერ­მა­დი­ნი.