„გაზპრომი“ იტალიას გაზის მიწოდებას უწყვეტს - კვირის პალიტრა

„გაზპრომი“ იტალიას გაზის მიწოდებას უწყვეტს

„გაზპრომმა“ ავსტრიის გავლით იტალიაში გაზის მიწოდება შეწყვიტა, ამის შესახებ რუსული კომპანია „გაზპრომის“ განცხადებაშია აღნიშნული.

„გაზპრომმა“ იტალიის ნავთობისა და გაზის ჯგუფს Eni-ს განუცხადა, რომ 1-ელი ოქტომბრიდან ვერ შეძლებს იტალიისთვის გაზის მიწოდებას, რადგან ავსტრიის გავლით მისი ტრანსპორტირება ვერ ხერხდება.

„გაზპრომში“ განმარტეს, რომ ეს გადაწყვეტილება ავსტრიის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით იყო განპირობებული.