კვარაცხელიას მორიგი შოუ და კიდევ ერთ გამარჯვება - "ნაპოლი" სერია A-ს ლიდერია - კვირის პალიტრა

კვარაცხელიას მორიგი შოუ და კიდევ ერთ გამარჯვება - "ნაპოლი" სერია A-ს ლიდერია

იტა­ლი­ის სე­რია A-ს მე-8 ტურ­ში "ნა­პო­ლი" "ტო­რი­ნოს" მას­პინ­ძლობ­და. მატ­ჩი "ნა­პო­ლე­ლე­ბის" სა­სარ­გებ­ლოდ, 3:0 დამ­თავ­რდა. დე­ბი­უ­ტში მას­პინ­ძლე­ბი ან­გი­სამ დუბ­ლით და­ა­წი­ნა­უ­რა, ნე­პო­ლე­ლე­ბი შე­ტე­ვებს აგ­რძე­ლებ­დნენ, კვა­რა­ცხე­ლი­ამ ზი­ლენ­სკის კარ­გი პასი გა­უ­კე­თა, მაგ­რამ მის მიერ დარ­ტყმუ­ლი ბურ­თი მცველ­მა თა­ვით მო­ი­გე­რია.

37-ე წუთ­ზე კი ხვი­ჩამ მო­ედ­ნის ცენ­ტრში ზი­ლენ­სკის გა­და­ცე­მუ­ლი ბურ­თი მი­ი­ღო, დრიბ­ლინ­გით მე­ტო­ქის კა­რი­სა­კენ გა­იჭ­რა და ან­გა­რი­ში გა­ზარ­და. თუმ­ცა, პირ­ვე­ლი ტა­ი­მის ბო­ლოს სტუმ­რებ­მა ერთი გო­ლის გა­ტა­ნა შეძ­ლეს.

მე­ო­რე ტა­იმ­ში თა­მა­ში ნაკ­ლე­ბად სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი გახ­და, ხვი­ჩა 81-ე წუთ­ზე შეც­ვა­ლეს, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ ნე­ა­პო­ლე­ლებ­მა მო­რი­გი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვეს..

კვარ­ცხე­ლი­ამ მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში ჩემ­პი­ო­ნა­ტის 8 მატჩში 5 გოლი გა­ი­ტა­ნა და 2 სა­გო­ლე გა­და­ცე­მა გა­ა­კე­თა.

"ნა­პო­ლი" 20 ქუ­ლით ლი­დე­რია და 4 ოქ­ტომ­ბერს ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ზე ამ­სტერ­დამ­ში "აიაქსს", 9 ოქ­ტომ­ბერს კი იტა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვლა­ზე "კრე­მო­ნე­ზეს" და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. (წყარო)