"დაიხურა სერიალი, რომელთანაც 10 წელი მაკავშირებს..." - რა შეუთვალა ჩცდ-ს "მთავარმა ბებიამ" პროდიუსერს? - კვირის პალიტრა

"დაიხურა სერიალი, რომელთანაც 10 წელი მაკავშირებს..." - რა შეუთვალა ჩცდ-ს "მთავარმა ბებიამ" პროდიუსერს?

პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლი "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" 10-წლი­ა­ნი აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ და­ი­ხუ­რა. ფი­ნან­სე­ბის უქონ­ლო­ბის გამო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი საქ­მი­ა­ნო­ბას ვე­ღარ აგ­რძე­ლებს. რას ფიქ­რო­ბენ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სე­რი­ა­ლის მსა­ხი­ო­ბე­ბი და AMBEBI.GE სე­რი­ა­ლის მთა­ვარ ბე­ბი­ა­სა და დე­დამ­თილს, მსა­ხი­ობ მე­დეა ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს გა­ე­სა­უბ­რა.

მისი მო­კი­თხვის შემ­დეგ შე­ვი­ტყვეთ, რომ ცოტა ხნის წინ კო­რო­ნა შეხ­ვედ­რია, სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც წო­ლი­ლა, თუმ­ცა ვირუ­სი უკვე და­ა­მარ­ცხა და თავს კარ­გად გრძნობს.

მე­დეა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა:

- ახლა არა მი­შავს, თუმ­ცა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვი­წე­ქი... კო­რო­ნა ზღვი­დან ჩა­მო­ვი­ტა­ნე. ქო­ბუ­ლეთ­ში წა­ვე­დი, მზე 2 დღე იყო, სამი დღე წვიმ­და, მერე წა­ვი­ქე­ცი, კოჭი ვიღ­რძე.

- რო­გორ?

- კი­ბე­ზე ჩავ­დი­ო­დი და ხეს წა­ვე­პო­ტი­ნე, ტოტი მო­ტყდა და ტო­ტი­ა­ნად და­ვე­ცი ძირს. და­მე­სივ­ნენ მა­მა­კა­ცე­ბი და წა­მო­მა­ყე­ნეს... მთე­ლი ფეხი გა­მი­ლურ­ჯდა, მაგ­რამ ზღავ­ში მა­ინც ჩა­ვე­დი, ვი­ჭყუმ­პა­ლა­ვე... მე­ო­რე დღეს ფეხი მე­ტად გა­მი­ლურ­ჯდა და ძა­ლი­ან მტკი­ო­და. მერე შე­მამ­ცივ­ნა კი­დეც, სა­ზა­ფხუ­ლოდ ვი­ყა­ვი წა­სუ­ლი, თბი­ლი ტან­საც­მე­ლი არ მქონ­და, ამი­ტომ მას­პინ­ძელ­მა თბი­ლი შე­მო­საც­მე­ლი მომ­ცა. რად­გან თავს კარ­გად ვერ ვგრძნობ­დი, მეტი ვე­ღარ გავ­ძე­ლი და დრო­ზე ადრე წა­მო­ვე­დი. სახ­ლში მო­სულს უკვე სი­ცხე მქონ­და, მა­დაც და­მე­კარ­გა. ჩემ­მა შვილ­მა, შო­რე­ნამ მა­შინ­ვე დი­აგ­ნო­ზი და­მის­ვა - დედა, ეს კო­რო­ნა­აო. არ ვი­ჯე­რებ­დი.

სახ­ლში გა­მო­ი­ძა­ხა ლა­ბო­რა­ტო­რია და ტეს­ტი ამი­ღეს. პა­სუხზე რომ და­მი­რე­კეს, მი­თხრეს - და­დე­ბი­თი­აო. გა­მი­ხარ­და, - მე­გო­ნა, კარ­გი პა­სუ­ხი იყო. შო­რე­ნას ვუ­თხა­რი, - გა­ი­ხა­რე, კო­რო­ნა და­დე­ბი­თია-მეთ­ქი. და­დე­ბი­თიო? - შეშ­ფოთ­და. მა­შინ­ვე „სას­წრა­ფო“ გა­მო­ი­ძა­ხა და რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­მიყ­ვა­ნეს.

- ე.ი. მკურ­ნა­ლო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და...

- კი. კარ­გი ექი­მე­ბი შემ­ხვდნენ. "რეს­პუბ­ლი­კურ­ში" სა­ერ­თოდ "კო­ლო­ნის­ტთა სამ­ფლო­ბე­ლო" ყო­ფი­ლა. პა­ლა­ტა­ში 20 კაცი ვი­წე­ქით. შე­სა­ნიშ­ნა­ვი ექი­მი გვყავ­და თა­მარ არა­ხა­მია. მთე­ლი პერ­სო­ნა­ლი ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ხალ­ხი აღ­მოჩ­ნდა. რა­ნა­ი­რად ას­წრებ­დნენ და აკე­თებ­დნენ ამ­დენ საქ­მეს, ყვე­ლას გვივ­ლიდ­ნენ. ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ თა­მარ არა­ხა­მი­ა­სი და მისი ჯგუ­ფის. სი­სუფ­თა­ვე, კვე­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვი. გან­ვი­კურ­ნე კო­რო­ნის­გან. მა­დაც მო­მე­მა­ტა. თან, ბევ­რი წა­მა­ლი მაქვს გა­მო­წე­რი­ლი, რომ­ლებ­საც ვი­ღებ.

ერთი უც­ნა­უ­რი ამ­ბა­ვიც მოხ­და. ქო­ბუ­ლეთ­ში ფეხი რომ მეტ­კი­ნა, გო­გო­ე­ბი ჩემს ოთა­ხამ­დე ხელ­კა­ვით მა­ცი­ლებ­დნენ. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მათ­გან ის ერთი გო­გოც არ დამ­ხვდა?! გა­ვოც­დი...

ხომ ვიმ­კურ­ნა­ლე იქ, მაგ­რამ კარ­გა­დაც ვი­სი­ა­მოვ­ნე, ბევ­რი ვი­ცი­ნე და სხვე­ბიც ვა­ცი­ნე... ექი­მი ჩემს შვილს ეუბ­ნე­ბო­და - ცოტა ხანი ვერ გა­ვუშ­ვებ, გა­მო­მი­ცო­ცხლა პა­ლა­ტა, სულ სი­ცილ-ხარ­ხა­რი ის­მი­სო... რა ვქნა, დე­დი­კო, ტი­რი­ლი და წუ­ხი­ლი და­ა­ვა­დე­ბის დაძ­ლე­ვა­ში არა­ვის ეხ­მა­რე­ბა. ჰოდა, ვყვე­ბო­დი ანეკ­დო­ტებს, ვა­ვარ­ჯი­შებ­დი და ვამ­ღე­რებ­დი ქა­ლებს. ასე რომ, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მშვე­ნი­ე­რი დრო გა­ვა­ტა­რე.

- "ჩცდ" რომ და­ი­ხუ­რა, ამან გული არ დაგ­წყვი­ტათ?

- ძა­ლი­ან. და­ი­ხუ­რა სე­რი­ა­ლი, რო­მელ­თა­ნაც 10 წელი მა­კავ­ში­რებს... (გააგრძელეთ კითხვა)