რას წერს ბათუმის სკოლის ყოფილი დირექტორი, სადაც აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის დროშა გააკრეს - კვირის პალიტრა

რას წერს ბათუმის სკოლის ყოფილი დირექტორი, სადაც აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის დროშა გააკრეს

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბა­თუ­მის მე-7 სა­ჯა­რო სკო­ლის შე­ნო­ბა­ში ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის მა­რი­ო­ნე­ტუ­ლი რე­ჟი­მის დრო­შა გა­აკ­რეს. ის, რუ­სე­თის დრო­შას­თან ერ­თად, სკო­ლის მოს­წავ­ლემ ჩა­მო­ხია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მოს­წავ­ლე სკო­ლის ინ­ვენ­ტა­რის და­ზი­ა­ნე­ბის გამო გაკ­ვე­თი­ლი­დან გა­ა­ძე­ვეს.

ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მის­ნიტ­რომ, სკო­ლის დი­რექ­ტო­რი შო­რე­ნა ქო­ნი­ა­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

ამ­ჯრად, მე-7 სა­ჯა­რო სკო­ლის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი შო­რე­ნა ქო­ნი­ა­ძე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, მომ­ხდა­რის მი­ზე­ზებ­ზე წერს და აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­მარ­თლებ­რი­ვი ბრძო­ლის და­წყე­ბას აპი­რებს."ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა, ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში და სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში აქ­ტი­უ­რად (ხშირ შემ­თხვე­ვა­ში უხე­შად და უცენ­ზუ­როდ) გა­ნი­ხი­ლე­ბა სსიპ ბა­თუ­მის მე-7 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი. საქ­მის რე­ა­ლუ­რი ში­ნა­არ­სით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­თათ­ვის სა­ჭი­როდ ჩავ­თვა­ლე, გა­ვა­კე­თო გან­ცხა­დე­ბა. ეს გან­ცხა­დე­ბა არ კეთ­დე­ბა სკო­ლა­ში და მოს­წავ­ლე­თა წრე­ებ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ვა­კხა­ნა­ლი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ცალ­კე­უ­ლი პი­რე­ბი­სა და მო­ძა­ლა­დე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სათ­ვის. მე სა­ზო­გა­დო­ე­ბას მივ­მარ­თავ, ვინც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მა­ღალზ­ნე­ობ­რი­ვი ნორ­მე­ბით საზ­რდო­ობს, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხელ­მწი­ფოს აშე­ნებს და ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს ნა­წი­ლია.

მე-7 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში 1550 მოს­წავ­ლი­დან 852 მოს­წავ­ლე არის რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი. აქ ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად სწავ­ლო­ბენ რუ­სე­ბი, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, ბე­ლო­რუ­სე­ბი, სომ­ხე­ბი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი, თურ­ქე­ბი, ყა­ზა­ხე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და უცხო­ე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შვი­ლე­ბი. საქ­მე­ში ჩა­ხე­დულ­თათ­ვის გა­სა­გე­ბია, რომ ჩვენ პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბულ გა­რე­მო­ში ასეთ მრა­ვა­ლე­როვ­ნულ სკო­ლა­ში უსაფრ­თხო გა­რე­მოს, ურ­თი­ერ­თმიმ­ღებ­ლო­ბი­სა და ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მის ატ­მოს­ფე­როს შექ­მნა აუ­ცი­ლე­ბე­ლი წი­ნა­პი­რო­ბაა ნორ­მა­ლუ­რი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის წარ­მარ­თვი­სათ­ვის.

სკო­ლის დი­რექ­ცი­ი­სა და პე­და­გო­გი­უ­რი კო­ლექ­ტი­ვის ძა­ლის­ხმე­ვა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო იმი­სათ­ვის, რომ სკო­ლის მრა­ვა­ლე­როვ­ნუ­ლო­ბის ნი­ა­დაგ­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლი ყვე­ლა პრობ­ლე­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბად გარ­დაგ­ვე­სა­ხა. ამი­სათ­ვის სკო­ლა­ში უამ­რავ პრო­ექტს, პროგ­რა­მას ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დით, ღო­ნის­ძი­ე­ბას ვა­ტა­რებ­დით. ჩვენს წა­მო­წყე­ბას მხარს უჭერ­და და გვეხ­მა­რე­ბო­და ქ. ბა­თუ­მის რე­სურ­ცეტ­რი და სა­მი­ნის­ტრო. გა­გე­ბით ეკი­დე­ბოდ­ნენ მშობ­ლე­ბი, მოს­წონ­დათ მოს­წავ­ლე­ებს. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვით 11 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში (2011 წლი­დან ვხელ­მძღვა­ნე­ლობ მე-7 სკო­ლას) სკო­ლის გა­რეთ გან­სჯა­დი არც ერთი ინ­ცი­დენ­ტი არ ყო­ფი­ლა, რის­თვი­საც თა­ნამ­შრომ­ლო­ბის, ურ­თი­ერ­თგა­გე­ბი­სა და დახ­მა­რე­ბის­თვის მინ­და, ყვე­ლას მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო.

მრა­ვა­ლე­როვ­ნულ მოს­წავ­ლე­თა კო­ლექ­ტივ­ში ურ­თი­ერ­თმიმ­ღებ­ლო­ბის, ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მის გაღ­ვი­ვე­ბა­ზე, სა­ხა­ლი­სო შე­მეც­ნე­ბი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბის შექ­მნა­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი შიდა სას­კო­ლო ინ­ტე­რი­ე­რის ეს­თე­ტი­კუ­რი გა­ფორ­მე­ბით სას­კო­ლო რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბის პროგ­რა­მა, რომ­ლის ერთ-ერთი კომ­პო­ნენ­ტი იყო სკო­ლის ფო­ი­ე­ში, კე­დელ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შის ირ­გვლივ მსოფ­ლიო ქვეყ­ნე­ბის დრო­შე­ბის მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი მა­კე­ტე­ბით სტენ­დის მო­წყო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მის შეს­რუ­ლე­ბა შე­ვუკ­ვე­თეთ შპს "თე­ოპ­რო­მო­უ­შენ"-ს.

კომ­პა­ნი­ამ დრო­შე­ბის სტენ­დი და­ა­მონ­ტა­ჟა 14 სექ­ტემ­ბრის სა­ღა­მოს სას­წავ­ლო წლის და­წყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ფორ­სმა­ჟო­რულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რის გა­მოც ვერ მო­ხერ­ხდა დრო­შე­ბის სა­თი­თა­ოდ გა­და­მოწ­მე­ბა. ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ აღ­ნიშ­ნულ სტენ­დზე შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის დრო­შის გან­თავ­სე­ბა. ცრუ­ობს კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, როცა ამ­ბობს, რომ თით­ქოს სკო­ლამ ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გა­უგ­ზავ­ნა, შე­უ­თან­ხმა ან და­უ­დას­ტუ­რა. სი­მარ­თლის დად­გე­ნა მარ­ტი­ვად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუ კომ­პა­ნია სი­მარ­თლეს ამ­ბობს, უნდა წარ­მო­ად­გი­ნოს წე­რი­ლო­ბი­თი მო­თხოვ­ნა, ან მი­მო­წე­რა სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან, რა­საც არ აკე­თებს და ვერ გა­ა­კე­თებს, რად­გან მსგავს ფაქტს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

შეკ­ვე­თა ით­ვა­ლის­წი­ნებ­და ზო­გა­დად მსოფ­ლიო ქვეყ­ნე­ბის რუ­კე­ბით სტენ­დის შექ­მნას. აფხა­ზე­თი და სა­მა­ჩაბ­ლო ყვე­ლა ქარ­თვე­ლი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია და მსოფ­ლიო ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ვერ უნდა მომ­ხდა­რი­ყო. შე­იძ­ლე­ბა, ქალ­ბა­ტონ­მა თა­ვის მარ­თლე­ბის რე­ჟიმ­ში სი­ტუ­ა­ცი­ას­თან შე­უ­სა­ბა­მო ტერ­მი­ნი-სი­ტყვა გა­მო­ი­ყე­ნა. აქ ერთი ნი­უ­ან­სია სა­ინ­ტე­რე­სო, რაში სჭირ­დე­ბო­დათ სტამ­ბა­ში აფხა­ზე­თი დრო­შა. არ მინ­და, ვი­ფიქ­რო პო­ლი­ტი­კურ შე­მად­გე­ნელ­ზე. რო­გორც კი შე­ვი­ტყვე სტენ­დზე აფხა­ზე­თის დრო­შის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ, მა­შინ­ვე ჩა­მო­ვახ­სნე­ვი­ნე.

შე­იძ­ლე­ბო­და თუ არა აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის აცი­ლე­ბა? დიახ, თუ არა­ფერს გა­ვა­კე­თებ­დით, ინ­ცი­დენ­ტიც არ მოხ­დე­ბო­და, თუმ­ცა აქამ­დე არა ერთი მსგავ­სი გა­მოწ­ვე­ვა დაგ­ვიძ­ლე­ვია. ახ­ლაც გვინ­დო­და, კარ­გი რამ გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ ამ­ჯე­რად არ გა­მოგ­ვი­ვი­და. მე, რო­გორც დი­რექ­ტორ­მა, მო­ვა­დუ­ნე ყუ­რა­დღე­ბა, და­ვუშ­ვი შეც­დო­მა, რის გა­მოც დავ­ტო­ვე დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ქა­ლა­ქე შო­რე­ნა ქო­ნი­ა­ძეს, მო­წო­დე­ბი­თა და პრო­ფე­სი­ით ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ და კუ­პო­ნე­ბის პი­რო­ბებ­შიც კი, ერთი გაკ­ვე­თი­ლი არ გა­მიც­დე­ნია. თუმ­ცა მე იუ­რის­ტიც ვარ და ყო­ველ­თვის მქონ­და შან­სი, უფრო სარ­ფი­ან სამ­სა­ხურ­ში მე­მუ­შა­ვა.

მე მიყ­ვარს მოს­წავ­ლე­ე­ბი და მე­ა­მა­ყე­ბა, რომ უკვე შემ­დგა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი შო­რე­ნა-მას­წავ­ლე­ბე­ლო­თი მომ­მარ­თა­ვენ და ინ­სი­ნუ­ა­ცი­ე­ბი ჩემს არა­პატ­რი­ო­ტო­ბა­ზე შე­ურ­ცხმყო­ფე­ლია. ცალ­სა­ხად მინ­და, გან­ვა­ცხა­დო, რომ აფხა­ზე­თი და სა­მა­ჩაბ­ლო ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს ძი­რძვე­ლი, გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს რუ­სეთს. შე­უძ­ლე­ბე­ლია, ქარ­თვე­ლი სხვა­ნა­ი­რად ფიქ­რობ­დეს. ეს არის სათ­ქმე­ლი, რო­მე­ლიც მინ­და, ამ წე­რი­ლით მი­ვი­ტა­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე, რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც არ მო­მე­ცა იმ არა­ცი­ვი­ლუ­რი, ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი კამ­პა­ნი­ის პი­რო­ბებ­ში, რაც ჩემი და ჩემი ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე­ობს, არა ერთი მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბის, თუ ცალ­კე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის მქო­ნე ჯგუ­ფე­ბის მხრი­დან.

სამ­წუ­ხა­როდ, ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა და ჯგუ­ფებ­მა ცი­ლისმწა­მებ­ლურ, ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხავ, და­მამ­ცი­რე­ბელ კამ­პა­ნი­ა­ში ასე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი აი­ყო­ლი­ეს და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დღემ­დე გა­ნაგ­რძო­ბენ ჩემს და­ბუ­ლინ­გე­ბას. წი­ნას­წა­რი გან­ზრახ­ვით დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის ტი­რა­ჟი­რე­ბით, პი­რა­დი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად ფაქ­ტე­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლად წარ­მოდ­გე­ნით ამ მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა და ჯგუ­ფებ­მა ხელ­ყვეს ჩემი საქ­მი­ა­ნი და პი­რა­დი რე­პუ­ტა­ცია, რის შექ­მნა­საც მთე­ლი ჩემი შეგ­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა შე­ვა­ლიე.

ამი­ტომ, ვა­პი­რებ, გა­მო­ვი­ყე­ნო კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა გზა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჩემ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და პი­როვ­ნულ ღირ­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ერთი კი­თხვის ნი­შა­ნიც კი არ დარ­ჩეს, რაც პრე­ვენ­ცი­უ­ლად და­ა­ზღვევს სხვა შე­საძ­ლო მსხვერ­პლებ­საც, ვის წი­ნა­აღ­მდე­გაც, ასეთ სრუ­ლი­ად უკონ­ტრო­ლო ვი­თა­რე­ბა­ში, ასე­ვე თა­ვი­სუფ­ლად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცი­ის და ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბა“- წერს ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი გან­ცხა­დე­ბა­ში.