რას წერს ვაკო ყაზაიშვილი მედიაში გავრცელებული აუდიოჩანაწერის საპასუხოდ - კვირის პალიტრა

რას წერს ვაკო ყაზაიშვილი მედიაში გავრცელებული აუდიოჩანაწერის საპასუხოდ

"შა­ბა­თის ფორ­მუ­ლამ" გა­ავ­რცე­ლა აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ის­მის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის წევ­რებს სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბი­თა და ცე­მით ემუქ­რე­ბი­ან. "ფორ­მუ­ლას" ინ­ფორ­მა­ცი­ით, აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­ში ის­მის 32 წლის ნო­დარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძის მუ­ქა­რა, რო­მე­ლიც გაბ­რა­ზე­ბუ­ლია იმის გამო, რომ "ერთა ლი­გის" მატჩში, როცა სა­ქარ­თვე­ლომ ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ას 2:0 მო­უ­გო, ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ვაკო ყა­ზა­იშ­ვი­ლი ვერ მოხ­ვდა. ცნო­ბის­თვის ნიშ­ნი­ა­ნი­ძე ვაკო ყა­ზა­იშ­ვი­ლის ცო­ლის ძმაა.

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერს ვაკო ყა­ზა­იშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა და "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა "პირ­ველ რიგ­ში ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თის ქო­მა­გებს, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს ბო­დიშს ვუხ­დი ფაქ­ტის­თვის, რო­მე­ლიც ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­უ­ღე­ბე­ლია.ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში 7 წლის ასაკ­ში და­ვი­წყე. ყვე­ლამ, ვინც დღეს, ჩვენს დიდ სა­ფეხ­ბურ­თო ოჯახს წარ­მო­ად­გენს იცის რამ­დე­ნი შრო­მა ჩავ­დე ჩემი კა­რი­ე­რის შე­ნე­ბა­ში.

პირ­ვე­ლად ნაკ­რებ­ში 9 წლის წინ გა­მო­მი­ძა­ხეს და ეს იყო ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე ჩემს კა­რი­ე­რა­ში.ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის გა­რე­შე ფეხ­ბურ­თე­ლის კა­რი­ე­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა სრულ­ფა­სო­ვა­ნი არა­სო­დე­საა.

ყვე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლის­თვის, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ფა­სე­უ­ლი სწო­რედ ნაკ­რე­ბია და მეც არ ვარ გა­მო­ნაკ­ლი­სი.ცხოვ­რე­ბა­ში არა­ვინ დამ­ჭირ­ვე­ბია მინ­დორ­ზე მო­სახ­ვედ­რად. ყვე­ლამ, ვი­საც ფეხ­ბურ­თი უყ­ვარს იცის რომ ჩემს მიერ გა­ტა­ნი­ლი გო­ლე­ბის და დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის უკან მხო­ლოდ მე ვდგა­ვარ. არა­ვინ და არა­ფე­რი ჩემი შრო­მის და ფეხ­ბურ­თის სიყ­ვა­რუ­ლის გარ­და

ყვე­ლამ, ვინც წარ­მო­ად­გენს ნაკ­რებს და ფე­დე­რა­ცი­ას იცის, რომ ეს ჩა­ნა­წე­რი ყვე­ლა­ზე ბო­ლომ მო­ვის­მი­ნე. თქვენ­თვის ამ ჩა­ნა­წერ­ში ნაკ­რე­ბის წევ­რებ­ზე სა­უბ­რო­ბენ და ჩემ­თვის მე­გობ­რებ­ზე. ამი­ტომ გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და მი­უ­ღე­ბე­ლია სა­უბ­რის ში­ნა­არ­სი ჩემ­თვის.ნაკ­რებს აქვს ის­ტო­რი­უ­ლი შან­სი და ამ შან­სის გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად ყვე­ლა­ფერს გა­ვი­ღებ.

ყვე­ლა­ნა­ირ პი­რა­დულ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­დავ­ლა­ხავ. ჩემ­თვის მთა­ვა­რია არ და­ზა­რალ­დეს ჩვე­ნი დიდი სა­ფეხ­ბურ­თო ოჯა­ხი და ამი­ტომ მზად ვარ მი­ვი­ღო ფე­დე­რა­ცი­ის ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.