"პატრული დგას და ამას მშვიდად უყურებს. მე კანონმდებლობა არ ვიცი და ნუთუ ამაზე არ არის ჯარიმა?" - კვირის პალიტრა

"პატრული დგას და ამას მშვიდად უყურებს. მე კანონმდებლობა არ ვიცი და ნუთუ ამაზე არ არის ჯარიმა?"

მანქანის შავი ბოლით გამოწვეულ პრობლემას სოციალურ ქსელში ეხმაურება ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.

"ძალიან მეშლება ნერვები, როცა მანქანა საშინელ, შავ ბოლს უშვებს, ფაქტიურად სასიკვდილო გამონაბოლქვს (და ასეთი ბევრია) და იქვე პატრული დგას და ამას მშვიდად უყურებს. მე კანონმდებლობა არ ვიცი და ნუთუ ამაზე არ არის ჯარიმა? რაც არ უნდა მოწესრიგებული დოკუმენტი ქონდეს მძღოლს ხელთ, მანქანა რომ შავ გამონაბოლქვს აფრქვევს, ამაზე ადვილად ხილული დარღვევა რაღა უნდა იყოს, და ის რომ დასაჯარიმებელია, ამას არა მგონია რამე კონტრარგუმენტი გააჩნდეს", - წერს ექიმი.