რუსულმა ძალებმა უპილოტო თვითმფრინავით კრივი-რიჰიზე თავდასხმა განახორციელეს - კვირის პალიტრა

რუსულმა ძალებმა უპილოტო თვითმფრინავით კრივი-რიჰიზე თავდასხმა განახორციელეს

რუსმა აგრესორებმა თვითმკვლელი უპილოტო თვითმფრინავით თავდასხმა განახორციელეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლიურ ქალაქ კრივი-რიჰიზე.

დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორის, ვალენტინ რეზნიჩენკოს განცხადებით, ავიაიერიშის შედეგად ერთ-ერთი სკოლის ორი სართული გადანდგურდა.

მისივე თქმით, უპილოტო თვითმფრინავით განხორციელებული თავდასხმის შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

მედიის ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა უკრაინის ობიექტებზე თავდასხმისთვის ირანული წარმოების თვითმკვლელი თვითმფრინავების გამოყენება დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"