"დიახ, ეს ავარია ჩვენ შეგვემთხვა..." - რას წერს ზუგდიდში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე ქალი, რომელიც მანქანას მართავდა - კვირის პალიტრა

"დიახ, ეს ავარია ჩვენ შეგვემთხვა..." - რას წერს ზუგდიდში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე ქალი, რომელიც მანქანას მართავდა

30 სექ­ტემ­ბერს, ზუგ­დიდ­ში, სო­ფელ კორ­ცხელ­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და. შემ­თხვე­ვის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი კი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და. ავ­ტო­მო­ბი­ლი ხეს შე­ე­ჯა­ხა. მას ცირა ლუ­კა­ვა მარ­თავ­და და მან­ქა­ნა­ში ასე­ვე იყო ცი­რას ორი შვი­ლი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ყვე­ლა უვ­ნებ­ლად გა­და­ურ­ჩა.

მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ცირა ლუ­კა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

"დიახ, ეს სა­ბე­დის­წე­რო ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა ჩვენ შეგ­ვემ­თხვა. მად­ლო­ბა უფალს და ღვთის­მშო­ბელს დაგ­ვი­ფა­რეს და და­ი­ფა­რეს ჩემი ბი­ჭე­ბი. მად­ლო­ბა ყვე­ლას ვი­საც გეტ­კი­ნათ და გუ­თან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნეთ. ხოლო თქვენ ვინც ამ თე­მა­ზე ღლი­ცი­ნებთ, გე­ტყო­დით, არას­დროს გა­მო­გაც­დე­ვი­ნოთ ღმერ­თმა ეს მო­მენ­ტი. ვინც მიც­ნობს, იცი­ან რო­გო­რი და­უ­ღა­ლა­ვი ადა­მი­ა­ნი ვარ და რა არა­ნორ­მა­ლუ­რი გრა­ფი­კით ვცხოვ­რობ.

რამ­დე­ნი­მე დღის ნა­თე­ვი ვი­ყა­ვი და წა­მი­ე­რად გა­ვი­თი­შე. ნუ ავ­რცე­ლებთ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ნუ გა­ნი­კი­თხავთ და ნუ განსკით ადა­მი­ანს, როცა იცით რომ არც ერთი თქვენ­გა­ნი არაა და­ზღვე­უ­ლი ამ სი­ტუ­ა­ცი­ის­გან. მიყ­ვარ­ხართ ყვე­ლა და კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბა ყვე­ლას", - აღ­ნიშ­ნავს ლუ­კა­ვა.

"ინტერპრესნიუსი"