დემნას "ტალახის შოუ" - Balenciaga-ს ახალი კოლექციის წარდგენა
პარიზის მოდის კვირეული აქტიურ ფაზაშია. აჯერად ახალი კოლექცია Balenciaga-მ წარადგინა. დემნას მორიგი შოუ ამჯერადაც შთამბეჭდავი და განსხვავებული იყო.
როდესაც მოდის სამყარო "ბალენსიაგას" შოუს ელოდება, წინასწარ იციან, რომ დემნა მათ რაღაც არაორდინალურს შესთავაზებს. ჩვენების მოსაწვევზე ეწერა "ტალახის შოუ" და მართლაც ჩვენება ტალახით სავსე გარემოში გაიმართა.
ჩვენება რეპერმა ქანიე ვესტმა გახსნა, რომელიც "ბალენსიაგას" სახეა.