შსს-მ ეროვნული ნაკრების წევრების და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების მიმართ სავარაუდოდ, მუქარის შემცველი განცხადებების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - კვირის პალიტრა

შსს-მ ეროვნული ნაკრების წევრების და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების მიმართ სავარაუდოდ, მუქარის შემცველი განცხადებების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.­

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთი მედიასაშუალების საინფორმაციო გადაცემაში გასული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც საუბარი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების მიმართ მუქარის შემცველი შინაარსის გზავნილებს ეხებოდა, გამოძიება დაიწყო.

"წარსულში ნასამართლევი პირის - ნ.ნ.-ის მიერ განხორციელებული, სავარაუდოდ, მუქარის შემცველი განცხადებების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"შაბათის ფორმულამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების წევრებმა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლება მუქარის შემცველი ხმოვანი შეტყობინებები მიიღო.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, მუქარის ავტორი ნოდარ ნიშნიანიძეა, რომელიც ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილის ცოლის ძმაა და წლებია, "ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთანაა დაპირისპირებული.

"ინტერპრესნიუსი"