უკრაინელებმა სამხრეთით მტრის ვერტმფრენი და ტანკები გაანადგურეს, ლიკვიდირებულია 40 ოკუპანტი - კვირის პალიტრა

უკრაინელებმა სამხრეთით მტრის ვერტმფრენი და ტანკები გაანადგურეს, ლიკვიდირებულია 40 ოკუპანტი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ქვეყნის სამხრეთით მტრის Ka-52 ტიპის ვერტმფრენი, 40 ოკუპანტი და 2 ტანკი გაანადგურეს, - ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ იუწყება.

მათივე ცნობით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა ერთ დღეში 340-ზე მეტი საცეცხლე ამოცანა შეასრულეს.

„ჩვენმა ავიაციამ მტერს 7 დარტყმა მიაყენა, ბერისლავის რაიონში საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის Ka-52 ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს. სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა 340-ზე მეტი საცეცხლე ამოცანა შეასრულეს. განადგურდა 40 რაშისტი, 2 ტანკი, 7 ერთეული საავტომობილო და ჯავშანტექნიკა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

IPN