"მე ცხოვრებაშიც მაქვს ჩემი სირთულეები და ოჯახიც რომ არ არის კარგად, ამან ძალიან დამაზარალა" - რა შეცვალა ნიკოლოზ სააკაშვილის ცხოვრებაში მამის დაპატიმრებამ? - კვირის პალიტრა

"მე ცხოვრებაშიც მაქვს ჩემი სირთულეები და ოჯახიც რომ არ არის კარგად, ამან ძალიან დამაზარალა" - რა შეცვალა ნიკოლოზ სააკაშვილის ცხოვრებაში მამის დაპატიმრებამ?

სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უმ­ცრო­სი ვაჟი ამ­ბობს, რომ მა­მის და­პა­ტიმ­რე­ბამ მის ცხოვ­რე­ბა­ში უამ­რა­ვი რამ შეც­ვა­ლა.

ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, მა­მა­მი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რია და აქვე აღ­ნიშ­ნავს, რომ მისი მდგო­მა­რე­ო­ბის სირ­თუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­და­იყ­ვა­ნონ სა­ზღვარ­გა­რეთ.

"რომ ჩა­მო­ვი­და, ეს "ფე­ის­ბუ­ქი­დან" გა­ვი­გე. მა­შინ ონ­ლა­ინ სკო­ლა იყო კო­ვი­დის გამო, მაგ­რამ სა­ერ­თოდ ვერ ვსწავ­ლობ­დი, რად­გან ძა­ლი­ან ემო­ცი­ებ­ში ვი­ყა­ვი. ის, რაც მოხ­და, დიდი ცვლი­ლე­ბა იყო ჩემ­თვის ემო­ცი­უ­რად.

ზო­გა­დად მიშა ყო­ველ­თვის სა­ზღვარ­გა­რეთ იყო ხოლ­მე და მე ვი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ახლა აქ ვნა­ხუ­ლობ, ეს კარ­გია ჩემ­თვის, მას­თან სა­უბ­რის შემ­დეგ ვიზ­რდე­ბი ადა­მი­ა­ნუ­რად. ჩემი აზ­რით, მი­შას ჰქონ­და ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა, მი­ნუ­სე­ბით და პლი­უ­სე­ბით. ამ­დე­ნი გა­ა­კე­თა და ახლა რა ხდე­ბა, რომ ვუ­ყუ­რებ, არ მინ­და პო­ლი­ტი­კო­სო­ბა, ისე­დაც არ მქონ­და დიდი სურ­ვი­ლი, მაგ­რამ ახლა ზუს­ტად ვიცი, რომ ჩემ­თვის ასე­თი ცხოვ­რე­ბა არ არის მი­სა­ღე­ბი.

და­კა­ვე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ იყო, მაგ­რამ ამ­დე­ნი ხანი რომ იქ­ნე­ბო­და ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, არ მე­გო­ნა. მე­გო­ნა, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ მა­ინც გა­და­იყ­ვან­დნენ სამ­კურ­ნა­ლოდ. რთუ­ლია, როცა ვხე­დავ, რომ ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ძა­ლი­ან შეც­ვლი­ლია. რო­გორც ადა­მი­ა­ნუ­რად, ისე ჯან­მრთე­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით. ადრე უფრო იყო მას­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ცე­ცხლი, ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ზე სა­ერ­თოდ არ სა­უბ­რობს ჩემ­თან. უკ­რა­ი­ნის ომ­ზეა გა­დარ­თუ­ლი. ჩა­უქ­რა ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ცე­ცხლი და სხვა რა­მე­ე­ბით და­კავ­და.

ცი­ხე­ში ნახ­ვა ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. თვი­თონ ის ფაქ­ტი იყო ძა­ლი­ან რთუ­ლი, რომ ცი­ხე­ში მოხ­ვდა. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი ის იყო, რო­დე­საც მი­ვე­დი ცი­ხე­ში და შუ­შის იქით და­ვი­ნა­ხე და ტე­ლე­ფო­ნით ვე­სა­უბ­რე­ბო­დი. ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. შემ­დეგ ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო, როცა კლი­ნი­კა­ში მი­ვე­დი და ჩა­ვე­ხუ­ტე.

მე ჩემს ცხოვ­რე­ბა­შიც მაქვს ჩემი სირ­თუ­ლე­ე­ბი, მაგ­რამ მა­ინც ოჯა­ხი რომ არ არის კარ­გად, ძა­ლი­ან და­მა­ზა­რა­ლა ამან. რა­ტომ არის ცი­ხე­ში მიშა და ახლა კლი­ნი­კა­ში - ეს პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბია. ამას ბევ­რი გა­მე­ო­რე­ბა არ უნდა. ამას ევ­რო­პა­შიც ამ­ბო­ბენ" - ამ­ბობს ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვი­ლი "მთა­ვარ არხთან" სა­უ­ბარ­ში. ტეგები თემაზე:

ambebi.ge