უკრაინელი ბიჭი დაბომბვის დროს ტყუპისცალს გადაეფარა, ძმა გადაარჩინა, თვითონ კი დაიღუპა - "ის მხოლოდ 9 წლის იყო" - კვირის პალიტრა

უკრაინელი ბიჭი დაბომბვის დროს ტყუპისცალს გადაეფარა, ძმა გადაარჩინა, თვითონ კი დაიღუპა - "ის მხოლოდ 9 წლის იყო"

ომს თან ახ­ლავს სი­სას­ტი­კე და უმ­ძი­მე­სი ადა­მი­ა­ნუ­რი ის­ტო­რი­ე­ბი, ამ­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ცრემ­ლე­ბი­სა და ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე ვერ მო­ის­მენთ და ვერ წა­ი­კი­თხავთ. ერთ-ერთი ასე­თი ის­ტო­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბას უკ­რა­ი­ნის შს მი­ნის­ტრის მრჩე­ველ­მა, ან­ტონ გე­რა­შენ­კომ გა­აც­ნო.

რო­გორც გე­რა­შენ­კო "ტვი­ტე­რის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე წერს, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, რო­დე­საც რუ­სე­ბი დნეპ­რო­პეტ­როვ­სკს ბომ­ბავ­დნენ, 9 წლის ბი­ჭუ­ნა თა­ვის ტყუ­პის­ცალ ძმას გა­და­ე­ფა­რა, მას ჭურ­ვის ფრაგ­მენ­ტი მოხ­ვდა. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა, ძმა კი გა­და­არ­ჩი­ნა."რამ­დე­ნი­მე დღის წინ რუ­სებ­მა დნეპ­რო­პეტ­როვ­სკის ოლქი, ზე­ლე­ნო­დოლ­სკი და­ბომ­ბეს.

იმ დროს ეზო­ში ტყუ­პი ძმა თა­მა­შობ­და. და­ბომბვი­სას ერთ-ერთი ბიჭი და­ე­ცა. მე­ო­რე, დე­ნი­სი ძმას გა­და­ე­ფა­რა და მას ჭურ­ვის ნამ­სხვრე­ვი მოხ­ვდა.

ბი­ჭის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ის მხო­ლოდ 9 წლის იყო", - წერს გე­რა­შენ­კო.

წყარო