გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციას, ისტორიაში პირველად, ქართული ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს: რას ფიქრობს გვანცა ჯობავა ქვეყანაში კულტურის პოლიტიკასა და მის მინისტრზე? - კვირის პალიტრა

გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციას, ისტორიაში პირველად, ქართული ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს: რას ფიქრობს გვანცა ჯობავა ქვეყანაში კულტურის პოლიტიკასა და მის მინისტრზე?

ქარ­თვე­ლი გა­მომ­ცე­მე­ლი, პო­ე­ტი და მთარ­გმნე­ლი გვან­ცა ჯო­ბა­ვა გა­მომ­ცე­მელ­თა მსოფ­ლიო ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რებ­მა არ­ჩევ­ნე­ბის გზით ამა­ვე ასო­ცი­ა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტად აირ­ჩი­ეს. ის პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტია ასო­ცი­ა­ცი­ის 125 - წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში. არ­ჩევ­ნებ­ში მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან 114 წევ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

"ჰოდა, მეც ამ წარ­მა­ტე­ბას ვუ­ძღვნი ჩემს სამ­შობ­ლოს, ვუ­ძღვნი უკ­რა­ი­ნას და პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცის ყვე­ლა ქვე­ყა­ნას, რომ­ლე­ბიც გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში დიქ­ტა­ტუ­რამ ლა­მის სრუ­ლად გაგ­ვაქ­რო მსოფ­ლიო რუ­კი­დან. გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რუ­ლი­დან დღემ­დე და­უ­ღა­ლა­ვი ბრძო­ლა გვი­წევს იმის­თვის, რომ ჩვე­ნი არ­სე­ბო­ბა და­ვამ­ტკი­ცოთ, რომ ჩვენს და­მო­უ­კი­დე­ბელ არ­სე­ბო­ბას პა­ტი­ვი სცეს ჩვენ­მა და­უნ­დო­ბელ­მა მე­ზო­ბელ­მა - რუ­სეთ­მა. ბუ­ნებ­რი­ვია, პი­რო­ბას ვდებ, რომ ვიქ­ნე­ბი ყვე­ლას ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ამ კონ­ტი­ნენ­ტი­დან იმ კონ­ტი­ნენ­ტამ­დე და ჩვე­ნი ასო­ცი­ა­ცი­ის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის­თვის თა­ნა­ბა­რი ძა­ლე­ბით, თა­ნა­ბა­რი ძა­ლის­ხმე­ვით, თა­ნა­ბა­რი მონ­დო­მე­ბით ვიშ­რო­მებ. წინ გა­მოწ­ვე­ვე­ბით სავ­სე ორი წე­ლია, რო­მელ­საც ასო­ცი­ა­ცი­ის სრუ­ლი­ად ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ბრა­ზი­ლი­ე­ლი გა­მომ­ცემ­ლის კა­რი­ნე პან­ზას გვერ­დით გა­ვა­ტა­რებ,“ - და­წე­რა სა­კუ­თარ "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე" გვან­ცა ჯო­ბა­ვამ, რო­მე­ლიც ambebi.ge-ს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი წარ­მა­ტე­ბით გა­მოწ­ვე­ულ ემო­ცი­ას უზი­ა­რებს:

- გა­მომ­ცე­მელ­თა მსოფ­ლიო ასო­ცი­ა­ცი­ას­თან 2015 წლი­დან ვთა­ნამ­შრომ­ლობ, რომ­ლის წევ­რი გახ­ლავთ "სა­ქარ­თვე­ლოს წიგ­ნის გა­მომ­ცე­მელ­თა და გა­მავ­რცე­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცია". სწო­რედ ჩემი თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში და­ვი­წყეთ მათ­თან აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რის შე­დე­გა­დაც, 2018 წელს უკვე მე ვი­ყა­ვი პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი გა­მომ­ცე­მე­ლი, რო­მე­ლიც მოვ­ხვდი მსოფ­ლიო ასო­ცი­ა­ცი­ის ბორდში. მას შემ­დეგ ვსაქ­მი­ა­ნობ, რო­გორც ამ აღ­მას­რუ­ლე­ბელ კო­მი­ტეტ­ში, ასე­ვე, ასო­ცი­ა­ცი­ის სხვა კო­მი­ტე­ტებ­შიც (გა­მო­ცე­მის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის, სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის, წიგ­ნი­ე­რე­ბი­სა და ინ­კლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის) და სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ვცდი­ლობ­დი, აქ­ტი­უ­რად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და სა­ქარ­თვე­ლო ყო­ფი­ლი­ყო მისი აქ­ტი­უ­რი წევ­რი. აქამ­დე თით­ქოს თა­ვის­თა­ვად მი­ვე­დი. პრო­ცე­დუ­რუ­ლად, რო­დე­საც 2 წე­ლი­წად­ში ერთხელ ამ ასო­ცი­ა­ცი­ა­ში აირ­ჩე­ვა ახა­ლი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი და პრე­ზი­დენ­ტი, იქ­მნე­ბა ხოლ­მე სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტი, რო­მე­ლიც არ­ჩევს ახა­ლი ვიზე-პრე­ზი­დენ­ტის კან­დი­და­ტუ­რას. გა­მო­კი­თხვე­ბის შე­დე­გად, კო­მი­ტე­ტის რე­კო­მენ­და­ცია იყო ჩემი კან­დი­და­ტუ­რა, ბოლო ეტაპ­ზე დავ­რჩით ორნი - მე და ინ­დო­ე­თის გა­მომ­ცე­მელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი. ასო­ცი­ა­ცი­ის გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ა­ზე გა­მო­ცხად­და არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი - 68 ხმა ჰქონ­და სა­ქარ­თვე­ლოს, ინ­დო­ეთს - 44 ხმა. ასე მი­ვე­დით ამ ეტა­პამ­დე.

- რა ფუნ­ქცი­ას მო­ი­ცავს და რას გა­ვალ­დე­ბუ­ლებთ თქვე­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბა?

- ეს არის ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლის პო­ზი­ცია ასო­ცი­ა­ცი­ა­ში. მე და ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი - ბრა­ზი­ლი­ე­ლი გა­მომ­ცე­მე­ლი კა­რი­ნე პან­ზა 1- ელი იან­ვირ­დან შე­ვუდ­გე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბას. ჩვე­ნი სა­თაო ოფი­სი ჟე­ნე­ვა­შია, სა­დაც ასო­ცი­ა­ცი­ას ჰყავს იქა­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მე­ნე­ჯმენ­ტი და ამ გუნდთან ერ­თად ვი­მუ­შა­ვებ. ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობთ და ჩვენ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი თე­მე­ბია: სი­ტყვის და გა­მო­ცე­მის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, წიგ­ნი­ე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო-სა­გა­მომ­ცემ­ლო საქ­მე (სას­წავ­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­სა და სას­წავ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რას გუ­ლის­ხმობს), სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი... აქ­ტი­უ­რად ვი­მუ­შა­ვებთ ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, ყვე­ლა აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხზე ჩვენს წევრ გა­მომ­ცემ­ლებ­თან მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან. ეს არის უმაღ­ლე­სი ტრი­ბუ­ნა, რაც ვფიქ­რობ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის.

- ჩვე­ნი ქვეყ­ნი­დან ვინ­მე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ამ ფაქტს და რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნად არის პრი­ო­რი­ტე­ტი კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა მისი მეს­ვე­უ­რე­ბის­თვის?

- ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში იმ­დე­ნად მძი­მე ვი­თა­რე­ბაა კულ­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით, არ ვიცი, ზო­გა­დად, რამ­დე­ნად არის ჩვენ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტი კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა. რა­საც აქამ­დე ვუ­ყუ­რებ, გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო წელს, სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა­ფე­რი უარ­ყო­ფი­თის­კენ მი­დის, არა - გან­ვი­თა­რე­ბის­კენ. დიდი სურ­ვი­ლი მექ­ნე­ბო­და, რომ იყოს ჯან­სა­ღი პარტნი­ო­რო­ბა ჩვენს შო­რის, მაგ­რამ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ძა­ლი­ან დიდ აც­დე­ნას ვხე­დავ. ამ ფაქ­ტით არა­ნა­ი­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა და და­ინ­ტე­რე­სე­ბა არ ყო­ფი­ლა. ვფიქ­რობ, რომ და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­გა­მომ­ცემ­ლო ინ­დუსტრი­ა­ში ეს მარ­თლაც ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტია (და არა იმი­ტომ, რომ მე გავ­ხდი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი) ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვენ ასეთ მა­ღალ რან­გში წარ­მოგ­ვიდ­გი­ნეს და მოგ­ვცეს ამ­ხე­ლა ნდო­ბა და გა­სა­ქა­ნი. ცხა­დია, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ვეც­დე­ბი და დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, რომ ის გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მელ­საც ამ პოსტზე ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში უამ­რავ ქვე­ყა­ნას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით მი­ვი­ღებ, იქი­დან მაქ­სი­მა­ლუ­რად ბევ­რი სა­სარ­გებ­ლო რამ წა­მო­ვი­ღო ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. დიდი იმე­დი მაქვს, რომ ამას შე­სა­ბა­მი­სად შეხ­ვდე­ბა აქა­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც მეტ-ნაკ­ლე­ბად ხე­ლე­წი­ფე­ბათ კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას შე­უ­წყონ ხელი. ვი­ტყვი იმა­საც, რომ წარ­მო­მიდ­გე­ნია და დიდი სურ­ვი­ლიც მაქვს, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ელ­ჩის სა­ტა­ტუ­სიც შე­ვი­თავ­სო იმი­ტომ, რომ დღე­ი­დან ამ ახა­ლი სტა­ტუ­სით სა­დაც არ უნდა წა­ვი­დე, მა­ინც ქარ­თველ გა­მომ­ცემ­ლად დავ­რჩე­ბი. ვფიქ­რობ, ეს და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბას გა­ა­მახ­ვი­ლე­ბი­ნებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის მი­მართ. თუ კი ამ ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იკა­ვებს ასეთ სტა­ტუსს, ეს ნიშ­ნავს, რომ ჩვე­ნი სა­გა­მომ­ცემ­ლო სფე­რო, ჩვე­ნი კულ­ტუ­რა დღეს საკ­მა­ოდ მა­ღალ დო­ნე­ზეა და მეტ ყუ­რა­დღე­ბას და და­ინ­ტე­რე­სე­ბას იმ­სა­ხუ­რებს. დიდი იმე­დი ამ­ქვს, რომ ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ჩვენ­თვის ეს წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, რა თქმა უნდა, ჩემ­თვის მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი იქ­ნე­ბა ის, რომ ჩემი ახა­ლი სტა­ტუ­სი მაქ­სი­მა­ლუ­რად ისევ და ისევ ჩემს ქვე­ყა­ნას გა­მო­ად­გეს. იხილეთ სრულად