ტყვეობიდან გათავისუფლებული "აზოვის" პოლკის მეთაურები თურქეთში ოჯახის წევრებს პირველად შეხვდნენ - ოლენა ზელენსკა ემოციური შეხვედრის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს - კვირის პალიტრა

ტყვეობიდან გათავისუფლებული "აზოვის" პოლკის მეთაურები თურქეთში ოჯახის წევრებს პირველად შეხვდნენ - ოლენა ზელენსკა ემოციური შეხვედრის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს

რუ­სე­თის ტყვე­ო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი "აზო­ვის" პოლ­კის მე­თა­უ­რე­ბი თურ­ქეთ­ში ოჯა­ხის წევ­რებს პირ­ვე­ლად შეხ­ვდნენ. ემო­ცი­უ­რი შეხ­ვედ­რის ფო­ტო­ებს და შე­სა­ბა­მის ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნის პირ­ვე­ლი ლედი ავ­რცე­ლებს.

azovstali1-1664828996.jpg

"ემო­ცი­ე­ბი ახლა ბევ­რია. გზა ამ წუ­თამ­დე გრძე­ლი და რთუ­ლი იყო. ბო­ლოს შეძ­ლეს ჩა­ხუ­ტე­ბა. მად­ლო­ბა უკ­რა­ი­ნის­გან, პრე­ზი­დენ­ტი­სა და ყვე­ლა იმ ხალ­ხის­გან, ვის­თვი­საც ისი­ნი იბ­რძვი­ან. დიდი დღეა. მთა­ვა­რი ის არის, რომ უკ­რა­ი­ნა იბ­რძვის და იბ­რძვის მთე­ლი ჩვე­ნი ხალ­ხის­თვის. რუ­სულ ტყვე­ო­ბა­ში ჯერ კი­დევ ბევ­რია - კაცი და ქალი, სამ­ხედ­რო და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე. და ჩვენ გვჭირ­დე­ბა თი­თო­ე­უ­ლი, ცო­ცხა­ლი." - წერს ოლე­ნა ზე­ლენ­სკა.

elenaaa-1664829135.jpg

ცნო­ბის­თვის, 21 სექ­ტემ­ბერს ტყვე­თა გაც­ვლის დიდი ოპე­რა­ცი­ი­სას რუ­სე­ბის ტყვე­ო­ბი­დან 215 სამ­ხედ­რო გა­თა­ვი­სუფ­ლდა, მათ შო­რის "აზო­ვის" პოლ­კის 108 მებ­რძო­ლი.

გა­თავ­სუფ­ლე­ბულ­თა შო­რის მოხ­ვდნენ დე­ნის პრო­კო­პენ­კო, სვი­ა­ტოს­ლავ პა­ლა­მა­რი და სერ­გეი ვო­ლი­ნა.