ჩრდილოეთ კორეა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების შედეგებს ცნობს - კვირის პალიტრა

ჩრდილოეთ კორეა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების შედეგებს ცნობს

ჩრდილოეთ კორეა მხარს უჭერს უკრაინის ოთხ ოკუპირებულ ოლქში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების შედეგებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ჩვენ პატივს ვცემთ მოქალაქეების ნებას, რომლებსაც სურდათ რუსეთთან გაერთიანება და მხარს ვუჭერთ რუსეთის მთავრობის პოზიციას ამ რეგიონების შეერთების შესახებ. რეფერენდუმები ჩატარდა გაეროს წესდების შესაბამისად, რომელიც იცავს ადამიანთა თანასწორობის პრინციპებს და მათ თვითგამორკვევის უფლებას, ლეგიტიმური პროცედურების შესაბამისად, რამაც შესაძლებელი გახადა ორი რესპუბლიკისა და ორი რეგიონის მცხოვრებთა ნების ასახვა“, - აღნიშნულია ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, უკრაინის ოთხ ოლქში, დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში ე.წ. რეფერენდუმები ჩატარდა, რომლის „შედეგების“ საფუძველზე რუსეთმა აღნიშნული ოლქების ანექსია გამოაცხადა.

IPN