"ვამაყობ, რომ თბილისს ჰყავს უსიმპათიურესი მერი, ფანტასტიკური გემოვნებით და ულამაზესი მეუღლე" - კვირის პალიტრა

"ვამაყობ, რომ თბილისს ჰყავს უსიმპათიურესი მერი, ფანტასტიკური გემოვნებით და ულამაზესი მეუღლე"

ინტერვიუ ჩაწერილია 2022 წლის 4 ოქტომბერს

დე­და­ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი დღე­სას­წა­უ­ლი - „თბი­ლი­სო­ბა 2022" პირ­ველ და ორ ოქ­ტომ­ბერს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პროგ­რა­მით აღი­ნიშ­ნა. პირველი ოქტომბრის ღონისძიებებზე დე­და­ქა­ლა­ქის მერი მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად იმყოფებოდა. ანუკი არეშიძის ჩაცმულობა ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს და გამონაკლისი არც წელს ყოფილა. ნა­თელ ფე­რებ­ში გამოწყობილი დედაქალაქის მერის დიზაინერი მეუღლე ორივე დღეს შეუდარებლად ლამაზად გამოიყურებოდა...

ორ ოქტომბერს „თბი­ლი­სო­ბა 2022"-ის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, სა­ხელ­მწი­ფო ცე­რე­მო­ნი­ე­ბის სა­სახ­ლე­ში თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბა გა­ი­მარ­თა..

სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ...

ამ თემაზე საუბარი მოდის ექსპერტს - დალი ჩიტალაძეს ვთხოვეთ:

- წელს თბილისობის დღესასწაული მართლაც არაჩვეულებრივად ჩატარდა... ვამაყობ, რომ თბილისს ჰყავს უსიმპათიურესი მერი, ფანტასტიკური გემოვნებით და ულამაზესი მეუღლე, ასევე, ძალიან მაღალი გემოვნებით.

- ორივეს მიმართ ყოფილა კრიტიკაც, თუნდაც "ოვერსაიზი" შარვლების, თამამი ჩაცმულობის გამო...

- არ ვიცი, რა კრიტიკა... თბილისობის დღესასწაულზე ძალიან ლამაზები და დახვეწილები იყვნენ. ანუკის პირველ დღეს „შანელის" პიჯაკი ეცვა და მეორე დღეს - "სანლორანის" ფეხსაცმელი, ხოლო კაბა - თავად „ანუკის“ ბრენდის...

- ანუკი არეშიძე ქართველი დიზაინერების სამოსს თუ ატარებს? თუ მხოლოდ თავისას?

- მაგალითად, იგი მინახავს მაკა კვიციანის ბრენდის სამოსში... თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ხშირად ჩნდება ქართველი დიზაინერების სამოსით. მისი ფავორიტი „ბალენსიაგაა", დემნას სამოსი მოსწონს.

ანუკის, ღმერთის წყალობით, ფინანსური შესაძლებლობა აქვს და რაც მოსწონს, ყიდვა არ ეშლება. იცის, როგორ უნდა ჩაიცვას. იყო ახალგაზრდა, ლამაზი, ყველაფერი ხელს გიწყობდეს, თან კარგი გემოვნება გქონდეს - ასეთია ანუკი არეშიძე!

anuki-kaxa-1664911664.jpg

ზოგჯერ არის, ადამიანს არაფერი აკლია, სიმდიდრე, შესანიშნავი გარეგნობა, მაგრამ გემოვნება არ მოსდევს. ასეთები მსოფლიო ვარსკვლავებშიც ძალიან ბევრია. ზოგიერთებს, რომლებსაც ჭკუა აქვთ, თავიანთი პერსონალური სტილისტები ჰყავთ, რომლებიც ამ ვარსკვლავების გარეგნობაზე ზრუნავენ... ისეც ხდება, რომ ამ სტილისტებს არ უსმენენ, არ უჯერებენ, მე თვითონაც მქონია მსგავსი შემთხვევები.

- სხვა ქართველი პოლიტიკოსების მეუღლეებზეც რომ გვითხრათ...

- არ მიყვარს საუბარი, ვის რა ბრენდი აცვია და მაგას არც ვაკვირდები. შეიძლება ძალიან კარგი ბრენდის ნივთი უგემოვნოდ ატარო... უმთავრესია, როგორ არის აწყობილი მთლიანი ლუქი! დღეს ვინტაჟი იმდენად ტრენდულია, საოცარი რამ შეიძლება ნახო, ძალიან ხარისხიან და ახალ რამეს წააწყდე...

რაც შეეხება პოლიტიკოსების მეუღლეებს, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე - ნუნუკა თამაზაშვილი ყოველთვის სადა, უპრეტენზიო და ელეგანტურია. ვერასოდეს რომ ვერ შეედავები... პიროვნულადაც ასეთია და ხასიათი ჩაცმულობაზეც აისახება. არანაირად არ გაგაღიზიანებს. არ მახსოვს, მისი არასწორი ჩაცმულობა, პროტოკოლის დაცვით და ყველანაირად ზუსტად აცვია.

ძალიან ლამაზი კაბა ეცვა თაკო ჩხეიძეს. მოგეხსენებათ, თაკოს როგორი გარეგნობაც აქვს და ყოველთვის ელეგანტურად იმოსება... ბევრი ხალხი იყო, შორიდან დავინახე და ის ნამდვილად გამოირჩეოდა.

თბილისობის დღესასწაულზე იმყოფებოდა ნანი ბრეგვაძე და მასზე მე რაღა უნდა გითხრათ?! - ყოველმხრივ უდახვეწილესი ქალბატონია, მუდამ მაღალი ხარისხის სამოსით შემოსილი!

მანიკა ასათიანს ეცვა დათუნა სულიკაშვილის კაბა, საოცრად გამოიყურებოდა. დათუნა სულიკაშვილის კოსტიუმები ეცვათ სცენაზე წამყვანებს და ძალიან გემოვნებიანად ჩანდნენ.

მაგალითად, ქართველი დიზაინერები ძალიან ხარისხიან სამოსს ქმნიან და მეც თბილისობაზე ქართველი დიზაინერის - თამუნა ინგოროყვას შექმნილი სამოსით გახლდით, მხოლოდ ფეხსაცმელი იყო ევროპელის... ჩვენები ევროპელებს არ ჩამოუვარდებიან და ყოველთვის ვამაყობ, ქართველი დიზაინერების სამოსს რომ ვატარებ!

ულამაზესი იყო ჯანეტ ქერდიყოშვილი თავის მეუღლესთან, ნოე სულაბერიძესთან ერთად.

ჩემი ნინო ნადირაძე, როგორც ყოველთვის, ძალიან ელეგანტური იყო, ნინოს ეცვა "ელიზაბეტ ფრანკის" კაბა, "დიორის" ფეხსაცმელი და "ბოტეგა ვენეტას" ჩანთა...

310457837-1664911269.jpg

თბილისობის დღესასწაულზე განსაკუთრებულად მომეწონა - "ჯუნიორ" ამირან შალიკაშვილი (პანტომიმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი) და მისი მეუღლე - ეკატერინე მდივანი, მომღერალი, მოდელი...

309749126-1664911311.jpg

იმდენად საუკეთესოდ ჩაცმული საზოგადოება იყო, სულ ფოტოებს ვიღებდი... მამაკაცი პოლიტიკოსები ძალიან შესაფერისად იყვნენ შემოსილნი... არც ერთი მამაკაცი არ იყო სპორტული ფეხსაცმლით და სამოსით.

დიდი სიამოვნება მივიღე, რომ ვხედავდი ამ ძირძველ თბილისელებს, რომლებსაც თბილისის საპატიო მოქალაქის ჯილდო ერგოთ. მეწყინა, თენგიზ არჩვაძე რომ ვერ მოვიდა, ავადმყოფობის გამო.

ძალიან სასიხარულოა დემნას თბილისის საპატიო მოქალაქედ არჩევა... ვერ ვხვდები, რატომ მოჰყვა აზრთა სხვადასხვაობა. შეიძლება საერთოდაც უცხოელს მიენიჭოს ეს წოდება, რადგან მან საქართველოსთვის იღვაწა. ბავშვობიდან რასაც ვუყურებ, თბილისობის დღესასწაულზე ამ წოდებით ყოველთვის აჯილდოებდნენ უცხოელსაც კი და დემნამ რატომ არ დაიმსახურა? დემნა ყოველთვის ახსენებს საქართველოს. წინა ხაზზე გამოაქვს, რაც სოხუმში გადაიტანა, საქართველოს სახელი მსოფლიოში გაუთქვა! ქართველმა დიზაინერებმა სახელი დაიმკვიდრეს მოდის ინდუსტრიის რუკაზე, რადგან დემნას გამო ყველას აინტერესებს, ვინ არიან ქართველი დიზაინერები...

მეოცე საუკუნეში ყველაზე ცნობილი ქართველი სტალინი იყო და ოცდამეერთე საუკუნეში - დემნაა, რომლის სახელიც ყველგან იციან!

მოდას საქართველოში ვუყურებთ, როგორც სათამაშოს, თორემ ეს უზარმაზარი ინდუსტრიაა და ძალიან წარმატებული, უნიჭიერესი უნდა იყო, ფეხი რომ მოიკიდო, მით უმეტეს - მსოფლიოში რევოლუცია მოახდინო. მთელი მსოფლიოს მოდის კანონმდებლებმა ეს ბიჭი ხომ მოდის რევოლუციონერად აღიარეს?! ასეთი თანამემამულე ძალიან უნდა გვეამაყებოდეს!

dali-chitaladze-1664911177.jpg

- ისიც რომ გვითხრათ, მომავალ სეზონზე როგორი იქნება მოდის ტენდენციები?

- "ოვერსაიზი" არსად გაქცეულა, თუმცა ქალის ფორმები ძალიან გამოიკვეთა. ჰაეროვანი, გამოკვეთილი ფორმები...აუცილებლად ცოტა უნდა ვბრჭყვიალებდეთ. თუ ცუდ განწყობაზე ხარ, "ოვერსაიზი" ჩაიცვი, თუ არა და - ფორმებს გაუსვი ხაზი...

- ფეხსაცმელი?

- ისევ ისეთი, ოთხკუთხედი ცხვირით... სპორტული ფეხსაცმელი ისევ ტრენდულია. ფეხსაცმლის მხრივაც თავისუფალი არჩევანია.

(სპეციალურად საიტისთვის)