"ამერიკელი ექსპერტი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ფიზიკური და ნევროლოგიური კვლევა ჩაუტარდა, თუმცა..." - კვირის პალიტრა

"ამერიკელი ექსპერტი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ფიზიკური და ნევროლოგიური კვლევა ჩაუტარდა, თუმცა..."

მე შემიძლია ვთქვა, რომ დღეს შესაძლებლობა მქონდა პრეზიდენტი სააკაშვილისთვის ფიზიკური და ნევროლოგიური კვლევა ჩამეტარებინა, - ამის შესახებ ამერიკელმა ექსპერტმა შაჰინ ლახანმა განაცხადა

“მე ჯერ კიდევ თათბირი უნდა გავმართო ჩემს კოლეგებთან, სხვა ექიმებთან და ექსპერტებთან, სანამ საბოლოო ანგარიშს გამოვაქვეყნებ”, - აღნიშნა ლახანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პასუხის გაცემისგან ექსპერტმა თავი შეიკავა.

“პატივი უნდა ვცე ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობების კონფიდენციალურობას. ამ მომენტისთვის მე არ შემიძლია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი. მოდით დაველოდოთ ყველა კვლევის შედეგი იქნება”, - დასძინა ლახანმა.

ექსპერტმა ასე აღნიშნა, რომ მომავალშიც აპირებს სააკაშვილის მონახულებას და “შემდგომი კვლევები აუცილებლად ჩატარდება”