"ამ "შევარდნამ" გამოიწვია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება" - რას ამბობს ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"ამ "შევარდნამ" გამოიწვია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება" - რას ამბობს ადვოკატი?

"ამ "შე­ვარ­დნამ" გა­მო­იწ­ვია სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მკვეთ­რი გა­უ­ა­რე­სე­ბა - სა­მე­დი­ცი­ნო კრი­ზი, წნე­ვის მკა­ფიო ცვა­ლე­ბა­დო­ბა, რის გა­მოც გახ­და ცუ­დად და სა­ჭი­რო გახ­და სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვა", - ამის შე­სა­ხებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა, შოთა თუთ­ბე­რი­ძემ "ვი­ვა­მე­დის” კლი­ნი­კა­ში გას­ვლი­თი სა­სა­მარ­თლო სხდო­მის გა­და­დე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც შოთა თუთ­ბე­რი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტა, "მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბის გა­მე­ო­რე­ბის დროს დიდი შან­სია, რომ ყვე­ლა­ნი მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მკვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გავ­ხდეთ".

"ამ დროს ძა­ლი­ან მა­ღა­ლია რის­კი, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის მო­უ­ლოდ­ნე­ლი გარ­თუ­ლე­ბა მოხ­დეს და დად­გეს ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი. რაც პრო­კუ­რორ­მა გა­ნა­ცხა­და არის ტყუ­ი­ლი, ეს რომ ტყუ­ი­ლი არ ყო­ფი­ლი­ყო, სა­სა­მარ­თლო სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­რე­შე ჩა­ტარ­დე­ბო­და. თუ პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე უარს ამ­ბობს ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა­ზე, ეს სა­სა­მარ­თლოს შე­ფერ­ხე­ბას არ იწ­ვევს. რე­ა­ლუ­რად, პრო­კუ­რა­ტუ­რა და სა­სა­მარ­თლო შე­უ­ვარ­დნენ მე­სა­მე პრე­ზი­დენტს, რო­მე­ლიც ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო არის მწო­ლი­ა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში", - აღ­ნიშ­ნა შოთა თუთ­ბე­რი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­ში" სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის საქ­მე­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გა­და­ი­დო.

რო­გორც აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ლე­ვან ვე­ფხვა­ძემ გან­მარ­ტა, სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­ლა­ტა­ში შეს­ვლის შემ­დეგ მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ "მათ­თან სა­სა­უბ­რო არა­ფე­რი აქვს”.

"ინტერპრესნიუსი"