"რუსეთი 700 000-დან ერთ მილიონამდე ადამიანმა დატოვა, მობილიზაციის გამოცხადებიდან ორი კვირის განმავლობაში" - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში? - კვირის პალიტრა

"რუსეთი 700 000-დან ერთ მილიონამდე ადამიანმა დატოვა, მობილიზაციის გამოცხადებიდან ორი კვირის განმავლობაში" - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში?

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციიდან“ ორი კვირის განმავლობაში, რუსეთი, სხვადასხვა მონაცემებით, 700 000-დან 1 მილიონამდე ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ რუსულენოვანი Forbes-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რუსეთი, მობილიზაციის დაწყებიდან, თითქმის, 1 მილიონმა ადამიანმა დატოვა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან კიდევ ერთი წყარო იუწყება, რომ 600 000-დან 700 000-მდე რუსმა დატოვა ქვეყანა.

გამოცემასთან წყარო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით უცნობია, რა პროცენტმა დატოვა ქვეყანა ტურისტული მიზნით.

Forbes-ის ცნობით, მანამდე მედიამ დაასახელა 194 000 რუსი, რომლებიც მობილიზაციის გამოცხადებიდან ერთი კვირის შემდეგ გაემგზავრნენ საქართველოში, ყაზახეთსა და ფინეთში.

სექტემბრის დასაწყისში, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებამდეც კი, „როსსტატმა“ განაცხადა, რომ წლის დასაწყისიდან რუსეთის ფედერაცია 419 000-მა ადამიანმა დატოვა, რაც ორჯერ მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მიგრაციულმა ნაკადმა რუსეთში 96 000 შეადგინა, რაც 2021 წელს 114 000 იყო.

"ინტერპრესნიუსი"