საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჩამოდის - რა ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი? - კვირის პალიტრა

საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჩამოდის - რა ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი?

შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსი 5-7 ოქტომბერს საქართველოს ეწვევა.

ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

“შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში მდივნის მოადგილე ბონი დ. ჯენკინსი თბილისს 5-7 ოქტომბერს ეწვევა. თბილისში ყოფნისას, იგი გახსნის და ძირითად დაკვირვებებს გამოთქვამს ბიოუსაფრთხოების ასოციაციის ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის კონფერენციაზე COVID-19-დან მიღებული გაკვეთილების შესახებ. მდოვნის მოადგილე ასევე დაესწრება ორმხრივ შეხვედრებს” , - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"