ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის 625 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს დაჰპირდა - კვირის პალიტრა

ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის 625 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს დაჰპირდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის 625 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ახალი სახემდრო დახმარების შესახებ შეატყობინა. განცხადებას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

განცხადების თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც აღნიშნეს, რომ აშშ არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინული ტერიტორიების ანექსიას.

“პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს რუსული აგრესიისგან უკრაინის დახმარებას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, მათ შორის უსაფრთხოების ახალი 625 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტით, რომელიც მოიცავს დამატებით იარაღს და აღჭურვილობას, მათ შორის HIMARS-ს, საარტილერიო სისტემებსა და საბრძოლო მასალას და ჯავშანმანქანებს”, - წერის თეთრის სახლის განცხადებში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე დაადასტურა შეერთებული შტატების მუდმივი მზადყოფნა საფასური დააკისროს ნებისმიერ პირს, უწყებასა და ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ანექსიას.

"ინტერპრესნიუსი"