რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ნიკოლ ფაშინიანი პრაღაში შეხვედრას გამართავენ - კვირის პალიტრა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ნიკოლ ფაშინიანი პრაღაში შეხვედრას გამართავენ

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის პრაღაში, 6 ოქტომბერს პირველი პირისპირ შეხვედრა იგეგმება, - ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვისტი“ თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ხვალ, თურქეთის დროით 19:00 საათზე პრეზიდენტი ერდოღანი პრაღაში ორმხრივ შეხვედრას გამართავს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან“, - წერს გამოცემა.

ეს თურქეთისა და სომხეთის ლიდერებს შორის პირველი პირისპირ შეხვედრა იქნება ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის განახლების შემდეგ.

IPN