"ვან გოგი? არა, - კვარავაჯო... კვარაცხელია ფეხბურთს ხატავს" - ქართველი ფეხბურთელის მორიგი შოუ და პირველი გოლი "ჩემპიონთა ლიგაზე" - რას წერენ "კვარას" შესახებ მედია და ფანები - კვირის პალიტრა

"ვან გოგი? არა, - კვარავაჯო... კვარაცხელია ფეხბურთს ხატავს" - ქართველი ფეხბურთელის მორიგი შოუ და პირველი გოლი "ჩემპიონთა ლიგაზე" - რას წერენ "კვარას" შესახებ მედია და ფანები

"ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ზე" ფეხ­ბურ­თის ქარ­თველ­მა გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა ნა­ნატ­რი ქარ­თუ­ლი გოლი ნახა. იტა­ლი­ურ­მა "ნა­პო­ლიმ" ამ­სტერ­დამ­ში "აიაქ­სი" გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი ან­გა­რი­შით 1-6 და­ა­მარ­ცხა. ნე­ა­პო­ლუ­რი კლუ­ბის ქარ­თველ­მა ვარ­სკვლავ­მა, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ ერთი სა­გო­ლე გა­და­ცე­მა გა­ა­კე­თა და ერთი გო­ლიც გა­ი­ტა­ნა.

შეხ­ვედ­რის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას "კვა­რას" დუ­შან ტა­დიჩ­მა უხე­შად და­ა­ბი­ჯა, რის შემ­დე­გაც ქარ­თველს ფეხ­ზე ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი აწუ­ხებ­და. მი­უ­ხე­და­ვად ტკი­ვი­ლი­სა, ხვი­ჩამ გო­ლის გა­ტა­ნა მა­ინც შეძ­ლო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გო­ლის შემ­დეგ კვა­რა­ცხე­ლი­ამ შეც­ვლა მო­ი­თხო­ვა.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, მისი ტრავ­მა სე­რი­ო­ზუ­ლი არ არის და რო­გორც იტა­ლი­უ­რი მე­დია წერს, მომ­დევ­ნო მატ­ჩის­თვის, რო­მე­ლიც 9 ოქ­ტომ­ბერს "კრე­მო­ნე­ზეს" წი­ნა­აღ­მდეგ უნდა გა­ი­მარ­თოს, ხვი­ჩა სრუ­ლად მზად იქ­ნე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2005 წლის შემ­დეგ "ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ზე" არც ერთ ქარ­თველ ფეხ­ბურ­თელს არ ჰქონ­და გოლი გა­ტა­ნი­ლი. 2005 წელს ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილ­მა (ჰეთ-თრი­კი) შე­ას­რუ­ლა. მა­შინ კო­ბი­აშ­ვილ­მა "პსვ ეინდჰო­ვე­ნის" კარ­ში სამი გოლი გა­ი­ტა­ნა. მატ­ჩის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას სა­ხე­ლი "ტვი­ტე­რის" იტა­ლი­ურ სივ­რცე­ში ტრენ­დებ­ში იყო, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მის შე­სა­ხებ ბევ­რი "ტვი­ტი" იწე­რე­ბო­და.

იტა­ლი­უ­რი სპორ­ტუ­ლი გა­მო­ცე­მა Gazzeta dello sport კი­დევ ერთხელ უს­ვამს ხაზს, რომ ის, რა­საც "კვა­რა" მო­ე­დან­ზე აკე­თებს, მხატ­ვრო­ბაა. "კვა­რა­ცხე­ლია ფეხ­ბურთს ხა­ტავს", - წერს გა­მო­ცე­მა "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე და "მხატ­ვა­რი ხვი­ჩას" ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები