"დამარცხებული კაცები ეუბნებოდნენ: "ნონა, შენ ჭადრაკში ჩვენზე უკეთესი არ ხარ... " - რას წერს ქეთი მელუა ნონა გაფრინდაშვილზე - კვირის პალიტრა

"დამარცხებული კაცები ეუბნებოდნენ: "ნონა, შენ ჭადრაკში ჩვენზე უკეთესი არ ხარ... " - რას წერს ქეთი მელუა ნონა გაფრინდაშვილზე

მომ­ღე­რა­ლი ქეთი მე­ლუა "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ლე­გენ­და­რულ ქარ­თველ მო­ჭად­რა­კეს­თან, ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილ­თან ერთად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს და წერს, თუ რო­გო­რი შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნია ის.

"მიყ­ვარს შე­მოდ­გო­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა ლონ­დონ­ში ქარ­თუ­ლი ფილ­მის ფეს­ტი­ვა­ლი ბრუნ­დე­ბა. პა­რას­კევს ღა­მით ვნა­ხეთ იო­სებ ბლი­ა­ძის შე­სა­ნიშ­ნა­ვი Otar’s Death. შა­ბათს კი ფეს­ტი­ვალ­ზე იყო ჭად­რა­კის ლე­გენ­და ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც თბი­ლი­სი­დან Glory to the Queen-ის სა­ნა­ხა­ვად ჩა­მო­ვი­და.

ფილ­მი აღ­წერს ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჭად­რა­კის სამ­ყა­რო­ში ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბის მე­ფო­ბას. ჩემი საყ­ვა­რე­ლი ცი­ტა­ტა ნო­ნას­გან არის ის, რომ რო­დე­საც მან და­ი­წყო კა­ცე­ბის და­მარ­ცხე­ბა, ისი­ნი ეუბ­ნე­ბოდ­ნენ - "ნონა, შენ ჭად­რაკ­ში ჩვენ­ზე უკე­თე­სი არ ხარ, შენ უბ­რა­ლოდ ღა­მით უფრო კარ­გად გძი­ნავს.“

ამ ამ­ბის კი­დევ ერთხელ მო­ყო­ლით ის ხაზს უს­ვამს ჯან­სა­ღი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მი­სა და ცხოვ­რე­ბი­სად­მი ჯან­სა­ღი მენ­ტა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას.

ის სა­ოც­რად შთა­მა­გო­ნე­ბე­ლია", - წერს ქეთი მე­ლუა.

ambebi.ge