"ძალიან ბედნიერი ვარ, ოცნება ამიხდა" - ხვიჩა კვარაცხელიას პირველი კომენტარი ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლის შემდგომ - კვირის პალიტრა

"ძალიან ბედნიერი ვარ, ოცნება ამიხდა" - ხვიჩა კვარაცხელიას პირველი კომენტარი ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლის შემდგომ

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის შეხვედრაში გასვლაზე "აიაქსი" 6:1 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა, რომელმაც გოლი და შედეგიანი გადაცემა მიითვალა:

"ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი ოცნება ახდა. ვითამაშე ჩემპიონთა ლიგაზე და გავიტანე გოლი, რაც უზომოდ მახარებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა გამარჯვება მოიპოვა და 3 ქულა ავიღეთ", - თქვა "კვარამ".

Sportall.ge