"ქართული ოცნების" 30 წლის დეპუტატის გზა სასამართლოდან პოლიტიკაში - რა ქონებას ფლობს ნინო ვარდოსანიძე: ახალგაზრდა პოლიტიკოსის პირადი ფოტოები - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების" 30 წლის დეპუტატის გზა სასამართლოდან პოლიტიკაში - რა ქონებას ფლობს ნინო ვარდოსანიძე: ახალგაზრდა პოლიტიკოსის პირადი ფოტოები

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" 30 წლის დე­პუ­ტა­ტი ნინო ვარ­დო­სა­ნი­ძე პო­ლი­ტი­კა­ში სა­სა­მარ­თლო­დან მო­ვი­და. ახალ­გაზ­რდა დე­პუ­ტა­ტი ამ­ჟა­მად საკ­რე­ბუ­ლოს სა­ხელ­დე­ბი­სა და სიმ­ბო­ლი­კის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის პოსტს იკა­ვებს.

ნინო ვარ­დო­სა­ნი­ძე პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი, სა­მარ­თლის მა­გის­ტრია. მის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა 2015 წელს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო სტა­ჟი­ო­რის პო­ზი­ი­დან და­ი­წყო. 2016 წელს კი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის თა­ნა­შემ­წის პოს­ტი ჩა­ი­ბა­რა.

2019 წლი­დან ვარ­დო­სა­ნი­ძე მა­შინ­დე­ლი პარ­ლა­მენ­ტის თავ­ჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის კა­ბი­ნე­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე გახ­და, შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის მდი­ვა­ნი ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მრჩე­ვე­ლი და დე­პუ­ტა­ტო­ბამ­დე სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის კა­ბი­ნე­ტის უფ­რო­სი გახ­ლდათ.

ნინო ვარ­დო­სა­ნი­ძის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ცხოვ­რობს მშობ­ლებ­თან და დებ­თან მა­რი­ამ­თან და ქე­თე­ვან­თან ერ­თად.

მა­მას 2007 წელს მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­ე­ცა 209.3 კვ.მ. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი თბი­ლის­ში, ნი­კო­ლა­ძის ქუ­ჩა­ზე... 2017 წელს ვარ­დო­სა­ნი­ძე­ე­ბის ოჯახ­მა 12 ათას დო­ლა­რად დუ­შე­თის რა­ი­ონ, სო­ფელ ქვე­მო მლა­შე­ში, 1500 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვე­თი შე­ი­ძი­ნა.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დროს ნინო ვარ­დო­სა­ნი­ძეს თი­ბი­სი ბან­კის სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და 6856,01 ლარი, და­ნა­ზო­გის სა­ხით კი 8 ათა­სი ლარი.

ნინო ვარ­დო­სა­ნი­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტი პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდომ­რის სამ­დივ­ნოს უფ­რო­სის პოსტზე ერთ კა­ლენ­და­რულ წელ­ში სარ­გოს სა­ხით 32 055,14 ლარი მი­ი­ღო.

საკ­რე­ბუ­ლოს აპა­რა­ტი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე კი მისი ხელ­ფა­სი ერთ თვე­ში 2908,38 ლარი აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები