"ეს არის მო­რი­გი პრო­ვინ­ცი­უ­ლი სპექ­ტაკ­ლი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბით, რო­მელ­საც იძუ­ლე­ბუ­ლი ვართ, ვუ­ყუ­როთ" - კვირის პალიტრა

"ეს არის მო­რი­გი პრო­ვინ­ცი­უ­ლი სპექ­ტაკ­ლი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბით, რო­მელ­საც იძუ­ლე­ბუ­ლი ვართ, ვუ­ყუ­როთ"

ან­ტი­და­სავ­ლუ­რი რი­ტო­რი­კით გა­მორ­ჩე­ულ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ გან­დგო­მილ ოთხე­ულს კი­დევ 5 დე­პუ­ტა­ტი შე­უ­ერ­თდა, რის შე­დე­გა­დაც მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ პარ­ლა­მენ­ტში უმ­რავ­ლე­სო­ბა და­კარ­გა. მოძ­რა­ო­ბა "ხალ­ხის ძალა" ეკა სე­ფაშ­ვი­ლის, ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძის, და­ვით კა­ჭა­რა­ვას, დაჩი ბე­რა­ი­ა­სა და ზაალ მი­ქე­ლა­ძის წყა­ლო­ბით ცხრა­კა­ცა გახ­და, თუმ­ცა ისი­ნი სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში რჩე­ბი­ან. სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში „ოც­ნე­ბას“ ახლა უკვე 75 წევ­რი ჰყავს, რაც საკ­მა­რი­სი არ არის ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის.

პარ­ლა­მენ­ტში პა­სი­უ­რო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი, ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ისი­ნი სი­მარ­თლის სა­ლა­პა­რა­კოდ გა­ნუდ­გნენ „ოც­ნე­ბას“ და მათ ქვე­ყა­ნა ომში ჩათ­რე­ვის­გან უნდა იხ­სნან. რო­გორც ოპო­ნენ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ან­ტი­ა­მე­რი­კუ­ლი ფლან­გის გაძ­ლი­ე­რე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად გა­და­წყვი­ტა.

პარ­ტია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, უმ­რავ­ლე­სო­ბა და­ი­შა­ლა, მაგ­რამ ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.შე­გახ­სე­ნებთ, რომ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" "სი­მარ­თლის თქმის" მო­ტი­ვით და­ტო­ვე­ბა მის­მა წევ­რებ­მა 28 ივ­ნისს და­ი­წყეს. პირ­ვე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე, სო­ზარ სუ­ბა­რი და მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი იყ­ვნენ. მათ მოგ­ვი­ა­ნე­ბით დე­პუ­ტა­ტი გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი შე­უ­ერ­თდა. ოთხე­ულ­მა 2 აგ­ვის­ტოს თქვა, რომ აფუძ­ნებ­დნენ მოძ­რა­ო­ბას "ხალ­ხის ძალა". "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" გა­მო­ყო­ფის მი­უ­ხე­და­ვად, ისი­ნი სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტე­ბად რჩე­ბი­ან.

რას ემ­სა­ხუ­რე­ბა "ოც­ნე­ბის" ამ­გვა­რი გა­ყო­ფა და რა პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზა­ნი დგას ამ პრო­ცე­სე­ბის მიღ­მა, ამა­ზე AMBEBi.GE-სთან პო­ლი­ტო­ლო­გი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე სა­უბ­რობს:

"მო­უ­ლოდ­ნე­ლი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა, ად­რეც მით­ქვამს, რომ ეს ჯგუ­ფი გა­იზ­რდე­ბო­და რო­გორც ცენ­ტრში, ისე - რე­გი­ო­ნებ­ში. თა­ვი­დან­ვე ცხა­დი იყო, რომ შე­იქ­მნა ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც უნდა ყო­ფი­ლი­ყო კონ­კუ­რენ­ტი რო­გორც "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის­თვის", ისე "ალ­ტინ­ფოს“ ჯგუ­ფი­სათ­ვის. თით­ქოს ორი­ვე ამ გუნდს კურ­თხე­ვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყდა შექ­მნი­ლი­ყო ისე­თი გუნ­დი, რო­მე­ლიც ეჭვს და კი­თხვის ნიშ­ნებს არ ტო­ვებ­და და რო­მე­ლიც გა­მოც­დი­ლი და გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი იყო რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რად, ისე სხვა ინ­ტე­რე­სე­ბის მხრივ.

ამი­ტო­მაც, თა­ვის დრო­ზე, როცა ეს ოთხე­უ­ლი გა­მო­ვი­და და და­ი­წყო სა­უ­ბა­რი, ან­ტი­და­სავ­ლუ­რი და ან­ტი­ა­მე­რი­კუ­ლი რი­ტო­რი­კა, ეს პირ­ველ ყოვ­ლი­სა, იყო მი­ნიშ­ნე­ბა იმა­ზე, რომ ამ კა­ტე­გო­რი­ის ამომ­რჩე­ველ­თა მო­ზიდ­ვა უნ­დო­დათ "ოც­ნე­ბის­გან" გა­მო­ყო­ფი­ლი სან­დო გუნ­დის­თვის. ჩნდე­ბო­და ალ­ბა­თო­ბა, რომ დღეს თუ ხვალ, ეს გუნ­დი უნდა გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი­ყო, ამას­თა­ნა­ვე, იგი­ვე პრო­ცე­სე­ბი უნდა წა­სუ­ლი­ყო რე­გი­ო­ნებ­ში, რათა სტრუქ­ტუ­რუ­ლად ყო­ფი­ლი­ყო გა­ფან­ტუ­ლი.

რე­გი­ო­ნებ­ში ეს ჯერ არ ჩანს, მაგ­რამ ნელ-ნელა იქაც ის პრო­ცე­სი გან­ვი­თარ­დე­ბა, რაც ცენ­ტრშია, ანუ შე­იქ­მნე­ბა ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში (მათ უკვე აქვთ თა­ვი­სი ტე­ლე­ვი­ზია) ინ­ტენ­სი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას და­ი­წყე­ბენ. ეს უფრო მე­ტად შიდა მოხ­მა­რე­ბა­ზეა გათ­ვლი­ლი, ანუ იმ ელექ­ტო­რა­ლუ­რი ბა­ზის ათ­ვი­სე­ბა უნ­დათ, რო­მე­ლიც ან­ტი­და­სავ­ლუ­რია.

აქ მე­ო­რე მო­მენ­ტია: დღე­ვან­დე­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის დე­პუ­ტა­ცი­ას ალ­ბათ უნდა, 2024-ის პრო­პორ­ცი­ულ არ­ჩევ­ნებ­ში ისევ იყოს სი­ა­ში. დღე­ვან­დე­ლი დე­პუ­ტა­ცი­ი­დან სი­ა­ში გამ­სვლელ ად­გილ­ზე ყვე­ლა ვერ მოხ­ვდე­ბა, ამი­ტომ გაჩ­ნდა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პარ­ტია, რო­მე­ლიც, მარ­თა­ლია, „ოც­ნე­ბის“ სა­ტე­ლი­ტია, მაგ­რამ ცალ­კე, და­მო­უ­კი­დებ­ლად წა­რად­გენს სიას, ანუ იქ გაჩ­ნდე­ბა უკვე თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლე­ბი. ამ 9 დე­პუ­ტატს და­ე­მა­ტე­ბი­ან ექ­სპერ­ტე­ბი, რო­მელ­თაც ასე­ვე ექ­ნე­ბათ პრე­ტენ­ზია კენ­ჭი იყა­რონ მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­ში.

ვვა­რა­უ­დობ, რომ ეს ჯგუ­ფი ახა­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბით მე­ტად აღარ გა­იზ­რდე­ბა. რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მწიფ­დე­ბა აზრი, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია იყოს კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბა, აგერ, გვთა­ვა­ზო­ბენ ამ ვა­რი­ანტს. ამას­თან, ოპო­ზი­ცი­ა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, თით­ქოს უკვე გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბა აქვს კო­ა­ლი­ცი­ას - „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ პლუს „ხალ­ხის ძალა“. მათ ერთი წელი კი­დევ სჭირ­დე­ბათ მო­თელ­ვა, რათა დარ­წმუნ­დნენ იმა­ში, რომ ეს იქ­ნე­ბა ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც 5%-იან ბა­რი­ერს გა­და­ლა­ხავს. „ოც­ნე­ბა“ ამა­ში თუ დარ­წმუნ­და, მა­შინ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ის ბა­რი­ე­რის და­წე­ვა­ზე არ წავა, და­ტო­ვებს 5%-იან ბა­რი­ერს იმი­ტომ, რომ ოპო­ზი­ცი­ი­დან ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვის შან­სი ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ენმ-ს აქვს და შე­საძ­ლოა, ამ ეტაპ­ზე გარ­კვე­უ­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბი ჰქონ­დეს გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ა­საც, და­ნარ­ჩე­ნე­ბი ალ­ბათ ვერ დაძ­ლე­ვენ. ასე­თი ვი­თა­რე­ბა თუ შე­იქ­მნა, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა - "გან­დგო­მი­ლე­ბი" 5%-იან ბა­რი­ერს თუ გა­და­ლა­ხა­ვენ (და ალ­ბათ გა­და­ლა­ხა­ვენ), პარ­ლა­მენ­ტში "ოც­ნე­ბას­თან" ერ­თად შექ­მნი­ან კო­ა­ლი­ცი­ურ მთავ­რო­ბას, ამის­თვის კეთ­დე­ბა ეს, მეტი არაფ­რის­თვის.

ყვე­ლა­ფე­რი ახლა და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რო­გორ, ან რა ტემ­პით გან­ვი­თარ­დე­ბა რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომი და რა შე­დე­გე­ბით დას­რულ­დე­ბა ის, რა პრო­ცე­სე­ბი წავა თა­ვად რუ­სეთ­ში, ეს პირ­და­პირ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ პო­ლი­ტი­კურ გა­რე­მო­ზე. დღეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბის ერთ-ერთი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია შიში რუ­სე­თი­სად­მი, იმა­ზე, რომ ეს ომი რა­მე­ნა­ი­რად არ გად­მო­ვი­დეს ქვე­ყა­ნა­ში. ამი­ტომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ურ­ჩევ­ნია შე­ე­გუ­ოს არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას, რად­გან დიდი ხი­ფა­თის მო­ლო­დი­ნი აქვს, მაგ­რამ თუ ეს შიში მო­იხ­სნა, ანუ ომი დას­რულ­და, მა­შინ ეს პრო­ტეს­ტი, რო­მე­ლიც დღეს საკ­მა­ოდ ძლი­ე­რია მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, გად­მო­იღ­ვრე­ბა ქუ­ჩა­ში და ძა­ლი­ან ახი­ფა­თო ვი­თა­რე­ბა შე­იქ­მნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში“, - პროგ­ნო­ზი­რებს ექ­სპერ­ტი.

რო­გორც ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­ზა­ნია ამომ­რჩევ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა - "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" არ უნდა არა­ნა­ი­რი ამომ­რჩევ­ლის და­კარ­გვა, ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ ან­ტი­და­სავ­ლუ­რი სეგ­მენ­ტიც შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს და - პრო­და­სავ­ლუ­რიც. გააგრძელეთ კითხვა