"პიტი შვილს ახრჩობდა, მეორე ბავშვს სახეში გაარტყა, პატარები ტიროდნენ" - მედია ანჯელინა ჯოლის, ბრედ პიტსა და მათ შვილებს შორის 2016 წელს მომხდარ დაპირისპირებაზე წერს - კვირის პალიტრა

"პიტი შვილს ახრჩობდა, მეორე ბავშვს სახეში გაარტყა, პატარები ტიროდნენ" - მედია ანჯელინა ჯოლის, ბრედ პიტსა და მათ შვილებს შორის 2016 წელს მომხდარ დაპირისპირებაზე წერს

უკვე თვე­ე­ბია, რაც ყო­ფილ ცოლ-ქმარს, ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვებს, ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლი­სა და ბრედ პიტს შო­რის სა­სა­მარ­თლო დავა მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­სა­მარ­თლო დავა მათ სა­ერ­თო ქო­ნე­ბას საფ­რან­გეთ­ში, Château Miraval-ს ეხე­ბა. საქ­მის მა­სა­ლებ­ში წყვი­ლის კონ­ფლიქ­ტის დე­ტა­ლე­ბია აღ­წე­რი­ლი.

ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის სარ­ჩელ­ში, რო­მე­ლიც გა­მო­ცე­მა Variety-მ მო­ი­პო­ვა, მსა­ხი­ო­ბის იუ­რი­დი­უ­ლი გუნ­დი მი­უ­თი­თებს ყო­ფილ მე­უღ­ლე­ებს შო­რის კონ­ფლიქ­ტის ისეთ დე­ტა­ლებ­ზე, რაც სა­ზო­გა­დე­ო­ბის­თვის აქამ­დე ცნო­ბი­ლი არ ყო­ფი­ლა.

საქ­მე ეხე­ბა სა­ვა­რა­უ­დო შე­ლა­პა­რა­კე­ბას, რო­მე­ლიც იტს, ჯო­ლი­სა და მათ შვი­ლებს შო­რის თვითმფირ­ნავ­ში, 2016 წელს მოხ­და.

სარ­ჩე­ლის თა­ნახ­მად, ჩხუ­ბის დროს "ბრედ პიტ­მა ერთ-ერთ ბავ­შვს კი­სერ­ში ხელი წა­უ­ჭი­რა და ახ­რჩობ­და, ხოლო მე­ო­რეს სა­ხე­ში გა­არ­ტყა, ჯო­ლის თავ­ში მოჰ­კი­და ხე­ლე­ბი და შე­ან­ჯღ­რია.“ ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, რომ წყვი­ლის ჩხუ­ბი თვითმფრი­ნა­ვის სა­ა­ბა­ზა­ნო­ში და­ი­წყო. კონ­ფლიქ­ტი კი იმას მოჰ­ყვა, რომ ბრე­დი ყო­ფილ ცოლს ბავ­შვე­ბის მი­მართ ზედ­მე­ტად კარ­გად მოქ­ცე­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და.

"პიტ­მა ჯო­ლის თავ­ზე მოჰ­კი­და ხე­ლე­ბი, შე­ან­ჯღ­რია, შემ­დეგ კი კე­დელ­ზე მი­ა­ნარ­ცხა“, - ნათ­ქვა­მია მა­სა­ლებ­ში, სა­დაც ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ბავ­შვე­ბის მი­მართ ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დო­ბა ბრედ­მა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც მათ დე­დის დაც­ვა სცა­დეს. გააგრძელეთ კითხვა