"განაგრძე მტრებისა და მეგობრების გაოცება, ძვირფასო მეგობარო!" - როგორ ულოცავს დაბადების დღეს თინა კანდელაკი რამზან კადიროვს - კვირის პალიტრა

"განაგრძე მტრებისა და მეგობრების გაოცება, ძვირფასო მეგობარო!" - როგორ ულოცავს დაბადების დღეს თინა კანდელაკი რამზან კადიროვს

თინა კანდელაკი ჩეჩნეთის ლიდერს - რამზან კადიროვს დაბადების დღეს Telegram არხზე ულოცავს:

"ძვირფასო რამზან, მეგობარო, კოლეგავ, მებრძოლო, პოლიტიკოსო, ლიდერო.

როგორც არ უნდა გიწოდებდნენ მეგობრები, ქვეშევრდომები, თაყვანისმცემლები, მტრები და უბრალოდ, ინტერნეტის მომხმარებლები, სწორედ შენს მრავალფეროვნებაშია შენი მთავარი ძალა.

არ გეშინია ცვლილებების, საკუთარი თავის იქ ძებნის, სადაც სხვები შენს ნახვას არც კი მოელიან.გვაოცებ შესაძლებლობით ერთი სიტყვა თქვა იქ, სადაც შეიძლება ელოდო და ათასი სიტყვაც კი ვერ გაიგო.

შენი იუმორი, ირონიული ხედვა მიმდინარე მოვლენებზე გულწრფელად აოცებს მათ, ვინც ამ კუთხით არ გიცნობს.გისურვებ არ გაჩერდე უკვე მიღწეულ შედეგებზე.

მჯერა, რომ კიდევ ბევრს მოვისმენთ შენს ახალ ღირსებებზე. ყველა მებრძოლი ოდესღაც ხდება ბრძენი და ფილოსოფოსი, ლიდერი, ვის სიტყვებსაც ქვებზე კვეთენ და წიგნის ფურცლებზე ეძებენ. იცხოვრე და განაგრძე მტრების და მეგობრების გაოცება ძვირფასო მეგობარო!", - წერს თინა კანდელაკი Telegram არხზე.