დაკავებულია მამაკაცი, რომელიც მაღაზიის თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდა - რას აცხადებენ შსს-ში? - კვირის პალიტრა

დაკავებულია მამაკაცი, რომელიც მაღაზიის თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდა - რას აცხადებენ შსს-ში?

და­კა­ვე­ბუ­ლია მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც მა­ღა­ზი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და. ინ­ფორ­მა­ცია AMBEBI.GE-ს შსს-ს პრეს­სამ­სა­ხურ­ში და­უ­დას­ტურს.

უწყე­ბის ცნო­ბით, მა­მა­კა­ცი და­კა­ვე­ბუ­ლია სსკ-ის 239-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად, რაც ხუ­ლიგ­ნო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ცნო­ბის­თვის, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და კად­რე­ბი, რო­მე­ლიც "ორი ნა­ბი­ჯის" ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. კად­რებ­ში ჩანს, რომ ნას­ვა­მი მა­მა­კა­ცი თა­ნამ­შრომ­ლებ­სა და მყიდ­ვე­ლებს ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კაც­მა მი­იჩ­ნია, რომ მას არას­წო­რად და­უ­ან­გა­რი­შეს თან­ხა და ამის გამო მან მა­ღა­ზი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. ის უხამ­სი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თავს მა­ღა­ზი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს, ხოლო კად­რებ­ში ჩანს, რომ და­პი­რის­პი­რე­ბი­სას ერთ-ერთი ქალ­ბა­ტო­ნი მა­მა­კაც­მა თმით ით­რია.