"მიხეილ სააკაშვილს თავის ტვინის გამოკვლევა ჩაუტარეს" - რას ამბობს ნევროლოგი? - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილს თავის ტვინის გამოკვლევა ჩაუტარეს" - რას ამბობს ნევროლოგი?

ნევროლოგის ოთარ თოიძის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს თავის ტვინის გამოკვლევა - ელექტრო ენცეფალოგრაფია გაუკეთეს.

როგორც თოიძემ კლინიკა "ვივამედში“ ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ იყო გონების დაკარგვის ეპიზოდი.

"უტარდება გარკვეული ელექტროფიზიოლოგიურ კვლევები. დინამიკისთვის გაუკეთდა თავის ტვინის გამოკვლევა - ელექტრო ენცეფალოგრაფია. საკმაოდ მოცულობითი მასალაა. რასაც სჭირდება დამუშავება და დრო.

გუშინ იყო გონების დაკარგვის ეპიზოდი.

კვლევა ვერ იქნება დასრულებული თუ გარკვეულ დინამიკაში არ იქნება განხილული გარკვეული ასპექტები“,- განაცხადა თოიძემ.

"ინტერპრესნიუსი"