"მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები ზღვარზეა" - რას აცხადებს ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები ზღვარზეა" - რას აცხადებს ადვოკატი?

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის დეგრადირებული - მისი სასიცოცხლო პარამეტრები არის ზღვარზე, რის მერეც ჩვენ კოლაფსი გველოდება. კოლაფსში მისი სიცოცხლის მოსპობას ვგულისხმობ, - ამის შესახებ ადვოკატმა, მასიმო დანჯელომ კლინიკა "ვივამედთან“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილი დღეს ასევე ამერიკელმა ექსპერტმა, შახინ ემანუილ ლახანმა მოინახულა, რომელმაც ძალიან სავალალო და საგანგაშო სურათი დაინახა.

მასიმო დანჯელინოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს აქვს "სასიცოცხლო საფრთხე“, თუკი მისი სასიცოცხლო მაჩვენებლების გაუმჯობესება არ დაიწყება.

"ჩვენ დღეს გავარკვიეთ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა გუშინ, მას შემდეგ, რაც მის ოთახში პროკურატურის წარმომადგენლები შეიჭრნენ და სასამართლო სხდომის გამართვას შეეცადნენ, მაღალი წნევისა და შეტევის ფონზე გონება დაკარგა. გონების დაკარგვის ეპიზოდი არ არის პირველი. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს არაერთი ეპიზოდი, როცა მას გონების დაკარგვის შემთხვევები უფიქსირდება ძლიერი აღელვების და შოკური მდგომარეობის გამო, რაც გამოწვეული არის მოულოდნელი თავდასხმებით და სტუმრების ვიზიტებით მის ოთახში.

ჩვენ დღეს შევძელით და სააკაშვილთა შევიდა ბატონი ლახანი, ამერიკელი ნერვოლოგი, რომელმაც მისი შეფასებით, ძალიან სავალალო და საგანგაშო სურათი დაინახა. რა თქმა უნდა, დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ, თუმცა ამ დროისთვის შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის დეგრადირებული. მას აქვს სასიცოცხლო საფრთხე თუკი მისი სასიცოცხლო მაჩვენებლების გაუმჯობესება არ დაიწყება. ბატონი პრეზიდენტი ვერ იღებს საკვებს. ეს არ არის პროტესტი, ეს არის მისი ფიზიკური მდგომარეობა. მას არ შეუძლია ორგანულად საკვების მიღება. მისი სასიცოცხლო პარამეტრები არის ზღვარზე, რის მერეც ჩვენ კოლაფსი გველოდება. კოლაფსში ვგულისხმობ მისი სიცოცხლის მოსპობას“, - განაცხადა მასიმო დანჯელინომ.

მისივე ინფორმაციით, დღეს მიხეილ სააკაშვილის მონახულება ლიცენზიის არქონის გამო ამერიკელმა ექსპერტმა, ჯეიმს კობიმ ვერ შეძლო.

ადვოკატის განცხადებით, ჯეიმს კობი ლიცენტიის მიღებას ელოდება და საქართველოში მანამდე დარჩება, სანამ სააკაშვილის ნახვის შესაძლებლობა არ მიეცემა.

მასიმო დანჯელინოს თქმით, ეს გადაწყვეტილება სიტუაციის სიმძიმიდან არის გამოწვეული.

"ბატონი კობი, რომელიც არის ნობელის პრემიის ლაურეატი ამდენი დღის განმავლობაში მოთმინებით იცდიდა მისთვის ლიცენზიის მინიჭების საკითხზე. თქვენ ხედავდით, ეს პატივსაცემი ადამიანი მსოფლიოში ძალიან ცნობილი ექიმი როგორ იჯდა და ელოდებოდა თანხმობას. იმისათვის რომ შეწყდეს საუბრები, ხომ არ იყო ჩვენი მხრიდან რაიმე დაჩქარების მეთოდი, ჩვენ მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ ბატონმა კობიმ უნდა მიიღოს ლიცენზია. შესაბამისად, მისი ფრენის გრაფიკი შეიცვალა და საქართველოში დარჩება, ვიდრე პრეზიდენტს არ ნახავს. ეს გამოწვეული არის საქმის სიმწვავიდან გამომდინარე. ბატონი პრეზიდენტის სისხლის მაჩვენებლები არაერთ შემთხვევაში არის არანორმალური. ბატონი კობი ბატონი ლახანი აკეთებს განცხადებას, რომ მსგავსი არ შეიძლება ადამიანს დაუფიქსირდეს, ეს ძალიან საშიშია ადამიანის სიცოცხლისათვის“, - განაცხადა მასიმო დანჯელინომ.

"ინტერპრესნიუსი"