ლეგენდარული "კორადო კატანი" - როგორ შეცვალა წლებმა მომხიბვლელი მსახიობი - მიკელე პლაჩიდოს სკანდალებით სავსე ცხოვრება - კვირის პალიტრა

ლეგენდარული "კორადო კატანი" - როგორ შეცვალა წლებმა მომხიბვლელი მსახიობი - მიკელე პლაჩიდოს სკანდალებით სავსე ცხოვრება

ტე­ლე­სე­რი­ა­ლი "რვა­ფე­ხა“ პირ­ვე­ლად ეკ­რან­ზე 1984 წელს გა­მო­ვი­და. იტა­ლი­ე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ბრძო­ლა სი­ცი­ლი­ურ მა­ფი­ას­თან, მთავ­რო­ბის უმაღ­ლეს ეშე­ლო­ნებ­ში არ­სე­ბულ კო­რუფ­ცი­ას­თან 10 სე­ზო­ნი გაგ­რძელ­და და სულ 48 სე­რია გა­და­ი­ღეს.

"რვა­ფე­ხას“ ჩვე­ნე­ბა 1984 წლის გა­ზა­ფხულ­ზე იტა­ლი­ურ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ამ და­ი­წყო. კვლე­ვის მი­ხედ­ვით, მას იტა­ლი­ა­ში ყო­ვე­ლი მე­ო­რე ზრდას­რუ­ლი უყუ­რებ­და. "რვა­ფე­ხა" 80 ქვე­ყა­ნა­ში აჩ­ვე­ნეს, რაც ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გია იტა­ლი­ურ სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­დუქ­ტებს შო­რის. 1986 წლის ივ­ლი­სის ბო­ლოს კო­მი­სარ­მა კა­ტა­ნიმ მა­შინ­დე­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­შიც "ჩა­მო­აღ­წია."

კო­მი­სარ კო­რა­დო კა­ტა­ნი­ზე მა­შინ ქა­ლე­ბის მთე­ლი არ­მია იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. მე­ო­თხე სე­ზონ­ში კო­მი­სა­რი კა­ტა­ნი კვდე­ბა და რო­გორც ცნო­ბი­ლია, ამის გამო მოს­კო­ვის მა­ცხოვ­რებ­ლებ­მა იტა­ლი­ის სა­ელ­ჩოს ალყა შე­მო­არ­ტყეს და საყ­ვა­რე­ლი კო­მის­რის "გა­ცო­ცხლე­ბას“ ითხოვ­დნენ.

სი­ცი­ლი­უ­რი მა­ფი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მა­მაც მებ­რძოლს კო­რა­დო კა­ტა­ნის, სე­რი­ალ­ში ლა­მა­ზი და ჭკვი­ა­ნი ცო­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად სხვა ქა­ლებ­თა­ნაც ჰქონ­და რო­მა­ნი, თუმ­ცა მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­ბე­დულ და მომ­ხიბ­ვლელ პო­ლი­ცი­ელს ცო­ლის ღა­ლატს "პა­ტი­ობ­და."

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში კო­მის­რის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ მსა­ხი­ობს, მი­კე­ლე პლა­ჩი­დოს, სამი ცოლი ჰყავ­და.

"ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და მღვდე­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი"მი­კე­ლე პლა­ჩი­დო იტა­ლი­ის პრო­ვინ­ცი­ა­ში, ღა­რიბ ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მის გარ­და, მშობ­ლებს კი­დევ 8 შვი­ლი ჰყავ­დათ.

მამა დი­ლი­დან-სა­ღა­მომ­დე მუ­შა­ობ­და მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხის გა­მო­საკ­ვე­ბად. სა­ღა­მო­ო­ბით კი ბი­ძია მი­კე­ლე, რომ­ლის სა­ხელ­საც მსა­ხი­ო­ბი ატა­რებ­და, ბავ­შვებს რწმე­ნის შე­სა­ხებ ესა­უბ­რე­ბო­და, კი­თხუ­ლობ­და ნა­წყვე­ტებს დან­ტე ალი­გი­ე­რის "ღვთა­ებ­რი­ვი კო­მე­დი­ი­დან“. პა­ტა­რა მი­კე­ლეს იმ­დე­ნად მო­ე­წო­ნა ეკ­ლე­სი­ა­ში მოს­მე­ნი­ლი სა­გა­ლობ­ლე­ბი და ბი­ძის მიერ მო­ყო­ლი­ლი ის­ტო­რი­ე­ბი, რომ გა­და­წყვი­ტა მღვდე­ლი გამ­ხდა­რი­ყო. მაგ­რამ, გარ­და­ტე­ხის ასა­კის შემ­დეგ მიხ­ვდა, რომ მისი მო­წო­დე­ბა მსა­ხი­ო­ბო­ბა იყო...

katani-1664988274.jpg

ახალ­გაზ­რდა მი­კე­ლემ დრა­მის წრე­ზე და­ი­წყო სი­ა­რუ­ლი. დად­გა სპექ­ტაკ­ლი სა­ხელ­წო­დე­ბით "მთვრა­ლი ცოლი“ და თა­ვად ითა­მა­შა ცო­ლის როლი - ჩა­იც­ვა ქა­ლის კაბა და "ქმარს“ გი­ნე­ბით დახ­ვდა. მა­ყუ­რე­ბე­ლი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იყო. აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი - აი, რა სჭირ­დე­ბო­და მას.

პო­ლი­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბის წლე­ბიმალე მი­კე­ლე პლა­ჩი­დომ გა­და­წყვი­ტა პო­ლი­ცი­ა­ში და­ე­წყო მუ­შა­ო­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად კი დრა­მა­ტუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ა­ბა­რა. პო­ლი­ცი­ე­ლად მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა კი მომ­დევ­ნო წლე­ბი "რვა­ფე­ხა­ში" თა­მა­შის დროს და­ეხ­მა­რა.

პო­ლი­ცი­ე­ლის შე­მო­სა­ვა­ლი საკ­მა­რი­სი იყო მშობ­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად და ფული გარ­თო­ბის­ვი­საც რჩე­ბო­და. იმ დრო­ის­თვის მას უკვე ჰყავ­და შეყ­ვა­რე­ბუ­ლი - ილა­რია, რო­მელ­საც მი­კე­ლე გა­მო­უ­ტყდა, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, რა­ზეც ქალ­ბა უპა­სუ­ხა, რომ თუ მო­ინ­დო­მებ­და, ამას აუ­ცი­ლებ­ლად შეძ­ლებ­და.

ახალ­გაზ­რდა ცოლი - და და­უძ­ლე­ვე­ლი ცდუ­ნე­ბე­ბიმალე პლა­ჩი­დო და ილა­რია ცოლ-ქმა­რი გახ­დნენ. მი­კე­ლე ოც­ნე­ბობ­და, რომ მა­მის მსგავ­სად მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მხო­ლოდ ერთი ქალი ჰყვა­რე­ბო­და, რო­მელ­თა­ნაც დიდი და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე იტა­ლი­უ­რი ოჯა­ხი ექ­ნე­ბო­და. მომ­ხიბ­ვლე­ლი მი­კე­ლე პლა­ჩი­დო დრა­მის აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლის და­წყე­ბის შემ­დეგ მსა­ხი­ო­ბი ქა­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში აღ­მოჩნსა. მალე მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ილა­რია და­ვი­წყე­ბას მი­ე­ცა.

მი­კე­ლეს სი­მო­ნე­ტა სტე­ფა­ნე­ლი შე­უყ­ვარ­და, ახალ­გაზ­რდა ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც ფილმში "ნათ­ლია“ დონ კორ­ლე­ო­ნეს პირ­ვე­ლი ცო­ლის როლს თა­მა­შობს. სიყ­ვა­რუ­ლი ორ­მხრი­ვი აღ­მოჩ­ნდა. ილა­რი­ას­თან სა­ეკ­ლე­სიო ქორ­წი­ნე­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა ად­ვი­ლი არ იყო, მაგ­რამ ესეც გა­მო­უ­ვი­და და სი­მო­ნე­ტას­თან ერ­თად და­ი­წყო ცხოვ­რე­ბა.

მე­ო­რე ცოლი - და ისევ ღა­ლა­ტისი­მო­ნე­ტას და მი­კე­ლეს ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა, რო­მელ­საც ვი­ო­ლან­ტი და­არ­ქვეს. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო, მი­კე­ლეს ფილ­მებ­ში იღებ­დნენ... და ერთ დღეს გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე გა­იც­ნო დამ­წყე­ბი მსა­ხი­ო­ბი ვირ­ჯი­ნია და მას­თან რო­მა­ნი გა­ა­ბა. ერთ დღეს ვირ­ჯი­ნია გა­მო­უ­ტყდა, რომ ორ­სუ­ლად იყო. მი­კე­ლე ცოლ-შვი­ლის მი­ტო­ვე­ბას არ აპი­რებ­და, რად­გან უყ­ვარ­და ისი­ნი.

გა­და­ღე­ბე­ბი­დან სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი პლა­ჩი­დო ცდი­ლობ­და ცო­ლის­თვის არ ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რა ხდე­ბო­და. მალე ვირ­ჯი­ნია დედა გახ­და და ბიჭი და­ი­ბა­და, რო­მელ­საც ინი­გო და­არ­ქვეს. ამ მა­ბის შემ­დეგ პი­კე­ლე პლა­ჩი­დოს და მის ცოლს, სი­მო­ნე­ტას, ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით, კი­დევ ორი ​​ვაჟი გა­უჩ­ნდათ - მი­ქე­ლან­ჯე­ლო და ბრე­ნო.

koradoooosfoto-1664988182.jpg

თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო, მაგ­რამ მი­კე­ლე გა­მუდ­მე­ბით იტან­ჯე­ბო­და "უკა­ნო­ნო შვილ­ზე" ფიქ­რით: მას სტკი­ო­და, რომ ბიჭი ისე იზ­რდე­ბო­და, არ იცო­და მამა ვინ იყო. მალე სი­მო­ნე­ტა­მაც გა­ი­გო ბავ­შვის შე­სა­ხებ. ქალ­მა სკან­და­ლე­ბის გა­რე­შე გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბა შე­ი­ტა­ნა.

"ძირს კა­ტა­ნი!"მი­კე­ლე პპ­ლა­ჩი­დო­ზე გან­ქორ­წი­ნე­ბამ მძი­მე კვა­ლი და­ტო­ვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ­ბობ­და, რომ სა­სო­წარ­კვე­თის­გან მუ­შა­ო­ბამ იხ­სნა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ აღა­რა­სო­დეს და­ქორ­წინ­დე­ბო­და. მას აღარ სურ­და სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, ამი­ტო­მაც ხან­მოკ­ლე რო­მა­ნე­ბით ცხოვ­რობ­და. იმ დრო­ის­თვის გა­და­წყვი­ტა თავი თე­ატ­რის­თვის მი­ე­ძღვნა. უკვე მო­ბეზ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და კო­რა­დო კა­ტა­ნის როლი, რო­მელ­საც ოთხი სე­ზო­ნი თა­მა­შობ­და. არ სურ­და სა­მუ­და­მოდ "ერთი რო­ლის მსა­ხი­ო­ბად" დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. "რვა­ფე­ხას“ რე­ჟი­სო­რი აღ­შფოთ­და, რო­დე­საც გა­ი­გო პლა­ჩი­დოს შე­თა­ვა­ზე­ბა, რომ მისი გმი­რი მო­ეკ­ლათ. მაგ­რამ მსა­ხი­ო­ბი და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვ­და ამას და ბო­ლოს რე­ჟი­სო­რი და­ი­თან­ხმა. იხილეთ სრულად