ვინ არის მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს მფლობელი? - კვირის პალიტრა

ვინ არის მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს მფლობელი?

5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, განათლების კოალიციის ინიციატივით მიმდინარე "მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი დასრულდა. ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი როლანდ შავაძე.

ინფორმაციისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეექვსედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.